კარნიზების დამზადება

(10)

დაგვიკავშირდით

557289302
04-10-2022 4 479 0

კარნიზების დამზადება შეკვეთით განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს, თუმცა სანამ მათ შეიძენდეთ, ინტერიერის ყველა დეტალის გათვალისწინება მოგიწევთ, რადგან ის არა მხოლოდ ფარდების დამჭერია, არამედ ოთახს ვიზუალურ ეფექტსაც ანიჭებს.

შესაბამისად, შეგიძლიათ სივრცეს მოჩვენებითი მოცულობა მიანიჭოთ, ვიწრო ფანჯარა უფრო ფართოდ წარმოაჩინოთ.

დამზადება

აღნიშნული ორგვარად ხდება.

შესაბამისად, არსებობს:

  • ჭერზე დასამონტაჟებელი;
  • კედელზე მისამაგრებელი.

ჭერის დღეს ყველაზე უფრო პოპულარულია. ამ შემთხვევაში შესაძლებელია და ძალიანაც ეფექტურია იატაკამდე დაშვებული ფარდების ჩამოკიდება. ეს ვიზუალურად ამაღლებს სივრცეს ოთახში და ამასთან, ხაზს უსვამს ფარდების სილამაზეს. განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება ოთახი, როცა კარნიზი მრავალიარუსიანი ჭერის დონეებს შორისაა შემალული.

ასევე, ეს უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდში სახლში მეტ სითბოს, ვინაიდან მაქსიმალურად აკავებს ფანჯრის ღრიჭოებიდან შემოპარულ სიცივეს.

სხვადასხვა მასალისაა:

  1. ხის;
  2. ლითონის;
  3. პლასტიკატის.

რასაკვირველია, ხის მასალა ყველაზე სასურველია ეკოლოგიურობის თვალსაზრისით, თუმცა ძალიან პრეტენზიულია, არ უხდება ინტერიერის ყველა სტილს და განსაკუთრებულ მოვლასაც საჭიროებს;

ლითონის საკიდი, მართალია, ძალიან გამძლე და ვიზუალურად შთამბეჭდავია, მხოლოდ ისეთ ინტერიერში მონტაჟება, სადაც შეკიდული ჭერი არაა, ვინაიდან საკმაოდ მძიმეა.

პლასტიკატის კი დღეს ყველაზე პოპულარულია, რადგან იაფიცაა, ადვილადაც მაგრდება და მისი ექსპლუატაციის ვადაც ხანგრძლივია. მათ ფარდების დასაკიდებლად რამდენიმე რიგი გააჩნია. მათგან სამრიგიანი კარნიზი დიზაინერული შედევრების შექმნის შესაძლებლობას იძლევა, ვინაიდან შეგიძლიათ სამნაწილიანი ფარდები დაკიდოთ: თხელიც, სქელიც და ე.წ. ქუდიც.

თუმცა ბოლო დროს არანაკლები პოპულარობით სარგებლობს კედლის საკიდები, ვინაიდან პრაქტიკული დატვირთვის გარდა, ერთგვარი დეკორის ფუნქციასაც ასრულებს. ასე რომ, ვინც ინტერიერის ყოველ დეტალს დიდი სკრუპულოზურობით ეკიდება, მსგავსი კონსტრუქცია მათთვის ნამდვილი აღმოჩენაა.

მისი კედელზე ფიქსაცია მხოლოდ მაშინაა სასურველი, როცა ჭერსა და ფანჯარას შორის დიდი დაშორებაა. მსგავსი საკიდების იმდენად მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს, რომ არ გაგიჭირდებათ, თქვენს ინტერიერს ელეგანტური იერი მიანიჭოთ.

კედლის სახეობები

ისინიც შეიძლება იყოს სხვადასხვა მასალის და ამავე დროს, სხვადასხვა ფორმის:

მომრგვალებული: ეს გახლავთ ხის ან ლითონის სქელი მილი, რომელიც კედელზე კრონშტეინით მაგრდება. ის შეიძლება იყოს ერთ, ორ და სამრიგიანი. ეს უკანასკნელი შედარებით მძიმე ფარდებისთვისაა გათვალისწინებული.

მათი ფიქსაცია ასევე ხდება წვრილი მილების ან მავთულების კრონშტეინზე დამაგრებით, რომელიც მონტაჟდება ჭერზეც და კედელზეც. ოღონდ მსგავსი საკიდი გათვალისწინებულია თხელი ფარდებისთვის, რომლებიც მაგრდება სპეციალური კაუჭების ან მაგნიტური სარჭების საშუალებით.

რა პრინციპით შევარჩიოთ

ზოგისთვის მნიშვნელოვანია მასალის ხარისხი, ზოგისთვის პრიორიტეტულია პრაქტიკული დანიშნულება, მთავარია, ფარდები კარგად მაგრდებოდეს მასზე და წარამარა არ უწევდეთ ჩამოვარდნილი ქსოვილის დასაკიდად მაგიდაზე თუ კიბეზე ასვლა. მაინც რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ფარდის საკიდების შეძენისას?

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ ინტერიერის სტილი და ოთახის გაბარიტები. დაბალჭერიანი ბინისთვის ჭერის საკიდები შეიძინეთ, მაღალჭერიან სახლს კი კედლისა უფრო მეტ ელეგანტურობას შესძენს;

სპეციალისტი დაგეხმარებათ, სწორად განსაზღვროთ, რა ზომის საკიდი გჭირდებათ. როგორც წესი, ფანჯრის სიგანეს ემატება 30-50 სმ, თუმცა, თუ ვიწრო ფანჯარა გაქვთ, შეგიძლიათ უფრო გრძელიც აიღოთ, რაც ინტერიერს ვიზუალურად მოცულობით იერს მიანიჭებს;

რამდენიმერიგიანი საშუალებას მოგცემთ, რამდენიმე ფენად ჩამოჰკიდოთ ფარდები და ინტერიერი გაამდიდროთ. ძირითადად, ორრიგიანს იყენებენ, თუმცა, თუ ოთახში სივრცე მოცულობითია, სამნაწილიანი ფარდები უფრო ელეგანტურ ვიზუალს შექმნის.

მოკლედ, თუ აღნიშნული საქმე გჭირდებათ და სპეციალისტს ეძებთ, თამამად მოგვმართეთ ჩვენ. შეგვიძლია ზომების სწორად განსაზღვრაშიც დაგეხმაროთ და ყველანაირი კარნიზის დამონტაჟებაშიც.

თუ სურვილი გაგიჩნდებათ, ამისთვისაც შეგიძლიათ მოგვმართოთ. ნებისმიერი მასალის, დიამეტრის, ფორმის საკიდების დამზადება ჩვენთან უსწრაფესად და ხარისხის სრული გარანტიით ხდება.

ჩვენ პროფესიონალურად მიუდგებით თქვენს ყველა მოთხოვნას და მისი დახმარებით ნამდვილად შექმნით ინტერიერში სიმყუდროვესა და ელეგანტურობას. ამ ყველაფრის ერთ-ერთი დეტალი მდიდრული და გემოვნებით შერჩეული ფარდებია, ფარდები კი ასევე ეფექტურ კარნიზებზე უნდა იყოს ჩამოკიდებული.

Keywords: karnizebis damzadeba shekvetit

კარნიზი
MySpec.Ge » კარნიზი » კარნიზების დამზადება
გვიკავშირდებით, შემდგომ მოვდივართ ობიექტზე ზომების ასაღებად, შეთანხმების შემთხვევაში ვამზადებთ, მოგვაქ და ვამონტაჟებთ.
ვამზადებთ და ვამონტაჟებთ ნებისმიერი სტილის და დიზაინის კარნიზებს.
რათქმაუნდა შეიძლება, მთავარია მონტაჟი გაკეთდეს სწორად და გათვლილად.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 2 / შეფასების ისტორია)