მეტალო პლასტმასის ხელოსანი
დაგვიკავშირდით
592019538ენდეთ მხოლოდ პროფესიონალებს
მეტალო პლასტმასის ხელოსანი გამოძახებით თბილისში ამ მასალის ასეთი პოპულარობის გამო ბევრია, მაგრამ რამდენად ხარისხიან პროდუქციას მიიღებთ მათგან, საკითხავია. ინტერიერის ამ მნიშვნელოვანმა ატრიბუტმა დიდხანს რომ გაძლოს, აუცილებელია არა მარტო ხარისხიანად იყოს კონსტრუქცია აწყობილი, არამედ უნაკლოდ დამონტაჟებულიც.
რა უპირატესობებით სარგებლობს მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯარა ხის მასალასთან შედარებით?
- გამოირჩევა თბოიზოლაციით და ზამთარში სახლში არსებულ თბილ ტემპერატურას გარეთ არ უშვებს. შესაბამისად, ვერც გარედან აღწევს სიცივე;
- ხმის დახშობის ეფექტის წყალობით ქუჩის ხმაური ნაკლებად აწუხებთ ბინადართ;
- ფორმისა და ზომის მიხედვით ნებისმიერი სახის კარ-ფანჯარა შეგიძლიათ დაამზადებინოთ, მათ შორის: მრგვალი, თაღისებური, ტრაპეციის ფორმის;
- მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრის დამზადება ნებისმიერი ტონალობისა შეგიძლიათ: სპეციალური ფერადი ფირის საშუალებით შესაძლებელია კარ-ფანჯრის კარკასი და მინაც კი შეაფერადოთ ან ეგზოტიკური ელფერი მისცეთ;
- ეს მასალა საშუალებას იძლევა, პანორამული კარ-ფანჯარა დაამზადებინოთ, რითაც თქვენს ინტერიერს მეტ ელეგანტურობას შესძენთ;
- სპეციალური მექანიზმის წყალობით ფანჯარა შეგიძლიათ სხვადასხვა მიმართულებით გამოაღოთ. ზემოდან გადმოხსნის რეჟიმი განსაკუთრებით მოსახერხებელია ზამთარში ოთახში ჰაერის ვენტილაციისთვის;
- ხის მასალისგან განსხვავებით, არ ნესტიანდება და არც დროდადრო შეღებვას საჭიროებს;
- ეს მასალა ძალიან ადვილი მოსავლელია, არც ფერს იცვლის;
- გამოირჩევა ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით;
- მარტივად მონტაჟდება მასზე დამატებითი აქსესუარები: მწერებისგან დამცავი ბადეები, ჟალუზები.
მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრები სახლში მეტ სითბოსა და სიმყუდროვეს ქმნის. გარდა ამისა, სხვა არაერთი უპირატესობაც აქვს ხის მასალასთან შედარებით და სწორედ ამიტომაა დღეს ის ასე პოპულარული და მოთხოვნადი.
კვალიფიკაცია და ნამუშევრის ხარისხი
ერთი სიტყვით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრების დამზადება კვალიფიციური და კეთილსინდისიერი სპეციალისტის მიერ მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავს იმ ღირებულებებს, რომლებზეც ზემოთ გვქონდა საუბარი და მალე მოგიწევთ მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრების შეკეთება.
ჩვენი სერვისი მაღალეფექტურობით გამოირჩევა. ჩვენი თანამშრომელი გამოძახებისთანავე გაგიწევთ კონსულტაციას, აიღებს კარ-ფანჯრის ზომებს და უმოკლეს ვადაში, ხარისხიანად დაგიმონტაჟებთ სასურველი მოდელის კონსტრუქციას. გარდა ამისა, როცა სამუშაო არაპროფესიონალი ხელოსნის მიერ არის შესრულებული, კონსტრუქცია მალე
გამოდის მწყობრიდან: წესიერად აღარ იხურება, სიცივეს აპარებს და ა.შ. ჩვენს საქმიანობაში შედის ასევე მეტალო პლასტმასის რეგულირება.
ჩვენი ხედვა და პრაქტიკა
როდესაც სარგებლობთ ჩვენი სერვისით, თქვენ იღებთ სრულ გარანტიას, რომ სამუშაო მაღალ დონეზე შესრულდება, რადგან ამ შემთხვევაში თანამშრომელს გაცნობიერებული აქვს, რომ წუნის შემთხვევაში ისევ მას მოუწევს მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრის შეკეთება. ასეთი სიტუაცია კი ჩვენს პრაქტიკაში ჯერ არ ყოფილა.
თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო თქვენს კარ-ფანჯარას მინები ჩაემსხვრა ან საკეტი გაუფუჭდა, ჩვენთან მარტივად ხდება მეტალო პლასტმასის აღდგენა.
გარდა ამისა, ჩვენი მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრის სპეციალისტი დაგიმზადებთ მწერებისგან დამცავ ბადეებსაც.
დაგვიკავშირდით და მისაღებ ფასად, დათქმულ ვადაში მიიღებთ პროფესიონალურ მომსახურებას.
2 კომენტარი