კაფელ მეტლახის დაგება
დაგვიკავშირდით
597037343კაფელ მეტლახის დაგება
მესაჭიროება კაფელ მეტლახის დაგება ფასი - მსგავს განცხადებებს დღეს ხშირად შეხვდებით. დიდი ხანია, ამ მასალამ, რომელიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა, წარმატებით ჩაანაცვლა ინტერიერში ისეთი მოსაპირკეთებელი მასალა, როგორიცაა პარკეტი და ბევრი მომხმარებელი სწორედ მას ანიჭებს უპირატესობას ლამინატთან შედარებითაც, რადგან უამრავი დადებითი თვისება აქვს:
უპირატესობები:
- ეკოლოგიურად სუფთაა;
- ნესტგამძლეა;
- ადვილი მოსავლელია;
- არ იკაწრება;
- არ ხუნდება.
თამამად შეგიძლიათ გაახოხოთ მასზე მძიმე ავეჯი, არ იცვლის ფერს მრავალი წლის შემდეგაც კი, ლითონის ნივთის ზემოქმედების შედეგადაც არ ზიანდება, არც ქიმიკატების კვალი რჩება
ერთი სიტყვით, ის მომგებიანია, რადგან მისი ექსპლუატაციის ვადა განუსაზღვრელია.
კეთილსინდისიერი მიდგომა
კარგი ხელოსნის მოძიება თბილისში იშვიათობას არ წარმოადგენს, მაგრამ როცა საკითხი პროფესიონალიზმს ეხება, ცოტა თუ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოცდილი, ნებისმიერი სირთულის სამუშაოს შემსრულებელი ჯგუფი გვყავს, რომელიც კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.
როდესაც ირჩევთ სერვისს გამოძახებით, შესაბამისად, მეტ გარანტიას იღებთ, რომ საქმეს პროფესიონალურად შეასრულებენ და სპეციალისტი პასუხს აგებს თავის მიერ შესრულებულ სამუშაოზე.
პროფესიონალი და კეთილსინდისიერი, პირველ რიგში, მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს: ზედაპირს საგულდაგულოდ ასწორებს და ასუფთავებს, რადგან როცა ზედაპირი იდეალურად სწორია, მისი ფიქსაცია მყარად ხდება და შესაბამისად, ხანგრძლივი ვადით ინარჩუნებს პირვანდელ სახეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასალა მალე აიყრება.
ჩვენი თანამშრომლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ამ ასპექტს. გარდა ამისა, თვითგასწორებადი ლაზერული თარაზოს მეშვეობით ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრავენ სიმეტრიას და საბოლოო ჯამში იდეალური ნამუშევრით მეტ ელეგანტურობას შეიძენს თქვენი ინტერიერი.
დრო და ხარისხი
რასაკვირველია, ყველას უნდა, რომ სახლის რემონტი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს, მაგრამ არ ენდოთ იმას, ვინც დაგპირდებათ, რომ ეს საქმე მხოლოდ 1-2 დღეს წაიღებს. გაითვალისწინეთ, რომ ამ საქმეში სისწრაფე ხეირს არ მოგიტანთ. რაც უნდა პატარა მოცულობის იყოს შესასრულებელი სამუშაო, ყველა პროფესიონალმა იცის, რომ ამ პროცედურას შესაბამისი ზომების დაცვა სჭირდება და გაცილებით მეტ დროს მოითხოვს.
თუ გნებავთ ხარისხიანი მომსახურება, რათა არა მარტო არაჩვეულებრივი დიზაინის, არამედ იდეალურად შესრულებულით მოიწონოთ თავი, დაგვიკავშირდით და მისაღებ ფასად და დათქმულ ვადებში გაგიწევთ პროფესიონალურ მომსახურებას.
აქვე შემოგთავაზებთ რჩევებსაც დიზაინთან დაკავშირებით:
როცა მრავალფეროვანი პროდუქციის შერჩევისას ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელ ტონალობას მიანიჭოთ უპირატესობა, იხელმძღვანელეთ ოთახის ფართით - ღია ფერის მასალა ვიზუალურად აფართოებს ინტერიერს და უფრო ნათელს ხდის;
მუქი ფერის ან კონტრასტული ტონალობების მასალაზე ჭუჭყი და ლაქები შეუმჩნეველი რჩება;
თუ იატაკზე ორიგინალური ორნამენტების მქონე მეტლახის ხაზგასმა გინდათ, კიდეებზე სხვა, შესაბამისი ფერის მეტლახი დააგეთ. ასე ორნამენტებიან ნაწილს ნოხის ეფექტი ექნება.
Keywords: kafel metlaxis dageba