გაზის ქურის ხელოსანი

(9.05)

დაგვიკავშირდით

555370210
17-06-2022 2 357 0

ხელოსნის გამოძახების სერვისი

ჩვენი გაზის ქურის ხელოსანი თბილისში გთავაზობთ მაქსიმალურად დახვეწილ სწრაფ, პროფესიონალურ და ხარისხიან სერვისს, რომელიც დღეს-დღეობით თავისი სირთულიდან გამომდინარე ძალიან დიდი მოთხოვნადობით გამოირჩევა.

აღნიშნული ტექნიკის ინსტალაცია, მით უმეტეს, თანამედროვე, ჩაშენებული ტექნიკის, სპეციალისტის მომსახურებას მოითხოვს, რათა გამართულად და რაც მთავარია, უსაფრთხოდ იმუშაოს ხანგრძლივი დროით.

რაც არ უნდა ძვირფასი ბრენდის იყოს ქურა, დიდხანს და სრულყოფილად რომ იმუშაოს, აუცილებლად სჭირდება არა მხოლოდ ზედაპირულად მოვლა, არამედ პერიოდულად საფუძვლიანად შემოწმება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვადასხვა სახის დისკომფორტი შეიძლება შეუქმნას დიასახლისს: ზოგჯერ ცეცხლის ალი არათანაბრად ნაწილდება, რაც კერძის მომზადებისას ჭურჭლის ფსკერზე წვას იწვევს; აღარც საცხობი ხურდება სათანადოდ და ა.შ.

ყურადღება

პრობლემების უგულებელყოფა არ შეიძლება. გარდა იმისა, რომ დიასახლისისთვის ცხობა-მომზადების პროცესი უსიამოვნო შეიძლება გახდეს, ტექნიკურმა გაუმართაობამ შესაძლოა ბუნებრივი აირის გაჟონვა გამოიწვიოს, ეს კი სავალალო შედეგით დასრულდეს.

მაშ ასე, როდის ჭირდება მას ჩარევა?

  • თუ ქურაზე ცეცხლის ალი არათანაბრად ნაწილდება ან საერთოდ აღარ ინთება, უნდა შემოწმდეს  მილები - შესაძლოა გასაწმენდი იყოს. უნდა შემოწმდეს ასევე ჰერმეტული სანთლები და ელექტრომაგნიტური სარქველიც;
  • თუ საცხობი ცუდად ხურდება, სავარაუდოდ, გადამრთველი ან სპირალია დაზიანებული და ამ შემთხვევაში პროფესიონალი გამოგიცვლით მას;
  • თუ ანთების დროს უჩვეულო ხმას გამოსცემს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჰაერისა და აირის ბალანსია დარღვეული. ამ დროს საჭიროა საკვამლე საფარის რეგულირება ან ცეცხლის მარეგულირებლის შეცვლა;
  • თუ ცეცხლის ალი თვითნებურად ქრება. ამ შემთხვევაში იწმინდება ე. წ. ფრქვევანა და რეგულირდება აირის მიწოდება;
  • აირის წნევის ცვალებადობისას - გაჭედილი ჟიკლიორები აფერხებს აირის მიწოდებას და საჭიროა მათი გასუფთავება.

გარდა ამისა, ხშირად მწყობრიდან გამოდის საცხობის კარი, ცუდად იხურება, რაც ხელს უშლის ცხობის პროცესს. თუ ჭანჭიკების რეგულირებამ არ უშველა, მაშინ შუასადების გამოცვლაა საჭირო.

დეფექტების აღმოფხვრა

ერთი სიტყვით, თუ გჭირდებათ გაუმართაობის გამოსწორება, ჩვენი კვალიფიციური თანამშრომლები დაუყოვნებლივ გაგიწევენ მომსახურებას.

ასევე გირჩევთ, ახლის ინსტალაცია კვალიფიციურ ხელოსანს მიანდოთ, რომელიც ყველა წესის დაცვით გამართავს მოწყობილობას.

დაგვიკავშირდით საიტზე მითითებულ ნომერზე და ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ამ მოწყობილობამ შეუფერხებლად იმუშაოს კიდევ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

Keywords: gazis quris xelosani

MySpec.Ge » გაზქურის ხელოსანი » გაზის ქურის ხელოსანი
რათქმაუნდა შეგვიძლია, მოგვწერეთ თქვენი მისამართი და დღესვე შევძლებთ გესტუმროთ.
დისტანციურად ძალიან გაგვიჭირდება მიზეზის დადგენა, სავარაუდო მიზეზი რამოდენიმეა. ადგილზე გავარკვევთ ყველაფერს.
მოგვწერეთ თქვენი მისამართი და დღის მეორე ნახევარში გესტუმრებით.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

9
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
8.6
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
9
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
9.6
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 9.05 (შეფასებები: 5 / შეფასების ისტორია)