ჭაღების მონტაჟი

(10)

დაგვიკავშირდით

555453366
30-09-2022 1 324 0

ინტერიერის ნათელი წერტილი

ჭაღების მონტაჟი ინტერიერში უზრუნველყოფს როგორც სინათლეს, ისე ელეგანტურობას, ვინაიდან ის ფუნქციურობასთან ერთად, დეკორის დეტალიცაა. ერთი სიტყვით, მან შეიძლება საკმაოდ გაამდიდროს გარემო, თუმცა არასწორად შერჩეულმა სანათმა შესაძლოა, სულაც დაამახინჯოს საერთო სურათი.

რასაკვირველია, სანათების ყიდვისას, პირველ როგში, მის ვიზუალურ მხარეზე ვამახვილებთ ყურადღებას, თუმცა, ამავე დროს, არაერთი ნიუანსიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ გვსურს, რომ ის ჰარმონიულად ეხამებოდეს ინტერიერის დიზაინს და შეუსაბამობას და დისკომფორტს არ გვიქმნიდეს. გაითვალისწინეთ:

  • მასიური ჭაღი პატარა ოთახს ვიზუალურად კიდევ უფრო დააპატარავებს;
  • დიდი მოცულობის ოთახში კი პირიქით, პატარა ზომის სანათი საერთოდ შეუმჩნეველი დარჩება და ვერც საჭირო განათებით უზრუნველგყოფთ.

როგორი სტილის სანათები არსებობს

რამდენიმე ათწლეულის წინ ელეგანტური და ძვირფასი ჭაღებით თავის მოწონება მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ, მათ, ვისაც უცხოეთიდან ჩამოჰქონდა ისინი. გამსაკუთრებით ფასობდა ბროლის სანათები. დღეს იმდენად ფართო არჩევანია წარმოდგენილი ბაზარზე, რომ ნებისმიერი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს. ისინი განსხვავდება ერთმანეთისგან ფორმით, ფერით თუ სტილით.

სანამ მისი მონტაჟი გადაგიწყვეტიათ, ჯერ უნდა განსაზღვროთ, როგორი სტილის, ფორმის და ზომის მოუხდება თქვენს ინტერიერს. სანათები არსებობს:

  1. კლასიკური, ანუ ღერძიანი;
  2. ღერძის გარეშე, უშუალოდ ჭერზე მისამაგრებელი.

კლასიკური ჭაღი ჭერიდან გარკვეული მანძილის დაშორებით დგება. სასტუმრო ოთახში სწორედ ასეთი სანათებია სასურველი, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ოთახის სიმაღლე. თუ დაბალჭერიანია ბინა, არ გირჩევთ ასეთი სანათის შეძენას, რადგან ის კიდევ უფრო დაადაბლებს ჭერს და ისედაც, გადაადგილებისას დისკომფორტს შეგიქმნით.

რაც შეეხება ფორმას, კლასიკურს, ძირითადად, განეკუთვნება შემდეგი ფორმის სანათები:

  • ბროლის მასალის;
  • სანთლის ფორმის დეტალებით;
  • ძველებური ფანრის ფორმის.

ისეთი ჭაღები, რომლებსაც ღერძი არ გააჩნია, უპრიანია ისეთ ბინებში, სადაც დაბალი ჭერია, ვინაიდან არ იკავებს დიდ ადგილს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სანათები შედარებით სუსტი განათებით ხასიათდება. სამაგიეროდ, არაერთი უპირატესობა აქვს ღერძიანთან შედარებით. მაგალითად:

თუ ორიგინალური, განსაკუთრებული სანათით გინდათ გაამდიდროთ თქვენი ინტერიერი, სწორედ ასეთი სტილის მოდელებში შეარჩევთ თქვენთვის სასურველს;

მსგავსი სანათები ხშირად აღჭურვილია დიოდური, ჰალოგენური და ფლუორესცენტური ნათურებით. ასევე, შესაძლებელია მათი დახრის კუთხის რეგულირება;

სანათის მართვა შესაძლებელია პულტის მეშვეობით, ეს კი ძალიან კომფორტულია - ადგომის გარეშე შეგიძლიათ შუქის ანთება, სინათლის სიკაშკაშის მომატება ან დაკლება, გაცილებით ეკონომიურია, რადგან ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს.

როგორ განვსაზღვროთ ე.წ. პლაფონების რაოდენობა

მრავალპლაფონიანი ჭაღი ნებისმიერს მოუნდება, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, შეუსაბამოა მცირე მოცულობის მქონე ოთახებში. ასეთ შემთხვევაში 2-3-ნათურიანი სანათიც სრულიად საკმარისი იქნება.

ეს პლაფონები შეიძლება ზემოთ იყოს მიმართული ან ქვემოთ დახრილი. ზემოთ მიმართული ჭერზე აირეკლება და ოთახის მთელ სივრცეზე გადანაწილდება. სწორედ ასეთი ფორმის ჭაღებია სასურველი სასტუმრო ოთახში.

ქვემოთ დახრილი კი იატაკისკენ მიმართავს სინათლეს და ამ შემთხვევაში ნაკლები სინათლის ნაკადი ფიქსირდება. ეს ვარიანტი მისაღებია საძინებლისთვის, ასევე, კაბინეტისთვის.

ერთნათურიანი ჭაღების გამოყენება შეგიძლიათ შემოსასვლელში ან სამზარეულოში. ძირითადად, მათი დანიშნულება ლოკალური განათებაა.

მსგავსი ჭაღები იმითაა მოსახერხებელი, რომ მათი ღერძის, ამ შემთხვევაში ჯაჭვის ფორმის, რეგულირება შეიძლება. თუ მათ დაამოკლებთ, სინათლე უფრო მეტ სივრცეს მოიცავს, ხოლო თუ მაქსიმალურად დაბლა დასწევთ, სინათლის ჭავლი კონკრეტული ზონისკენ იქნება მიმართული და ეს უზრუნველყოფთ მკვეთრი სინათლით.

უმჯობესია, საქმის მცოდნე დაიხმაროთ მისი მონტაჟისას, რადგან რაც უნდა მარტივი კონსტრუქციის იყოს სანათი, მაინც პროფესიონალურ დამოკიდებულებას მოითხოვს. ვინაიდან საქმე გვაქვს დენის წყაროსთან, მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა ყველა წესის დაცვით შესრულდეს.

შეგიძლიათ ჩვენს გამოცდილ სპეციალისტებს უხმოთ, რომლებიც ნებისმიერი სახეობის სანათით დაამშვენებენ თქვენს ინტერიერს.

ასევე, ჭაღების აღდგენა შეგვიძლია შემოგთავაზოთ. ხშირად მოგვმართავენ მომხმარებლები, რომლებსაც სურთ ძველებური სანათების განახლება. ამ შემთხვევაში ჩვენ შემოქმედებითად ვუდგებით ამ საქმეს და განახლებული მოდელი უმეტესად ისეთ ორიგინალურ შტრიხებს იღებს, რომლის მსგავსსაც ვერსად შეხვდებით.

ჭაღების აღდგენა განსაკუთრებით მათთვისაა მნიშვნელოვანი, ვისაც სიძველეებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. წინაპრების მიერ დანატოვარ ნივთს მაინც სულ სხვა აურა აქვს და ხშირად დაუვიწყარ მოგონებებთანაა დაკავშირებული. დაგვეთანხმეთ, ნამდვილად იმსახურებს ასეთი ნივთები, რომ ახალი სიცოცხლე მივანიჭოთ.

თუმცა ჭაღების აღდგენა მხოლოდ ასეთი მომხმარებლების სურვილი როდია. წარმოიდგინეთ, იყიდეთ ძვირად ღირებული სანათი, რომელიც მოტანისას ან მონტაჟისას დაუდევრობის გამო დაზიანდა. ან ბავშვმა თავისი საფეხბურთო ნიჭის დემონსტრირება სახლში გადაწყვიტა და შემთხვევით სანათი შეიწირა. რა თქმა უნდა, ამ ძვირად ღირებული ნივთის გადაგდება დაგენანება ადამიანს. გარწმუნებთ, ამ პრობლემის მოგვარება მარტივად შეიძლება ჩვენი სპეციალისტების დახმარებით.

დაგვიკავშირდით და ერთად მივანიჭოთ თქვენს საცხოვრებელს თუ სამუშაო გარემოს სინათლე და ელეგანტურობა.

Keywords: chagebis montaji

MySpec.Ge » ელექტრიკი გამოძახებით » ჭაღების მონტაჟი
ჩვენ დაკომპლექტებული ვართ ყველანაირი საჭირო ინსტრუმენტით.
წინასწარ თუ არ არის გათვლილი მხოლოდ ფილაზე დაკიდება არაა რეკომენდირებული, ან პროფილზე უნდა მოხდეს მისი ფიქსაცია ან ბეტონის ჭერზე დგება შესაბამისი ანკერი (სამაგრი).
რათქმაუნდა შევძლებთ ჭაღების აწყობას და მონტაჟს, დაგვიკავშირდით დროის და სხვა წვრილმანების შესათანხმებლად.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 2 / შეფასების ისტორია)