ელექტრიკი თბილისში

(10)

დაგვიკავშირდით

555453366
01-07-2022 2 021 0

სწრაფი და ხარისხიანი

პროფესიონალი ელექტრიკი თბილისში გთავაზობთ სამონტაჟო სამუშაოების ფართო სპექტრს. საჭიროების შემთხვევაში აკრიფეთ მითითებული მობილურის ნომერი და თქვენთან მისამართზე მოვა ჩვენი გამოცდილი პერსონალი, რომელიც სწრაფად და ხარისხიანად შეასრულებს თქვენი მხრიდან მიღებულ ნებისმიერი სირთულის დავალებას.

დამეთანხმებით, რომ ჩვენი დღევანდელი ცხოვრება წარმოუდგენელია ელექტროენერგიის და იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ. აღნიშნული პროფესია ყოველთვის მოთხოვნადია და ამავდროულად, ძალზე სახიფათო. ჩვენ ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას აკეთებენ ამ პროფესიის ადამიანები, როგორ და სად უნდა დაეუფლონ პროფესიას.

ამ პროფესიის ადამიანები არიან მამაცები. მათ აირჩიეს დიდ ოსტატთა გზა და იმ ფენომენის დამორჩილების გზა, რომელსაც ელექტროენერგია ეწოდება.

ის არის სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს:

  • ელექტრომომარაგების სისტემების;
  • საკომუნიკაციო ქსელების;
  • ელექტრული სქემების;
  • განათების და საკონტროლო სისტემების;
  • ელექტრომოწყობილობების;

ინსტალაციას, დიაგნოსტიკას და შეკეთებას.

იმისათვის, რომ თქვენ დაეუფლოთ აღნიშნულ სპეციალობას, კარგად უნდა იცოდეთ ფიზიკა, ალგებრა და გეომეტრია. ძალიან გამოგადგებათ ხატვის უნარიც. საბაზისო განათლება საკმარისი იქნება მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენ გახდეთ ჩვეულებრივი სპეციალისტი. მაგრამ თუ თქვენ გაქვთ ოცნება და სურვილი, დაკავდეთ მაღალკვალიფიციური სამუშაოებით, მათ შორის, სამეცნიერო სამუშაოებითაც, მაშინ თქვენ უნდა იფიქროთ იმაზე, თუ სად მიიღოთ ელექტროინჟინრის განათლება.

ამ სფეროში მუშაობა ადამიანებისგან მოითხოვს სიმშვიდეს, გაწონასწორებულ გადაწყვეტილებებს, გამახვილებულ ყურადღებას ყველა წვრილმანი დეტალის მიმართ. დაუშვებელია პროფესიონალის მხრიდან კიბეზე ან მაღალ სიმაღლეზე მუშაობისას პანიკის და შიშის განცდა და მიუღებელია საკუთარ თავში ეჭვის შეტანა (ნეტავ სწორად ვაკეთებ?) ამა თუ იმ დაბრკოლების გადალახვის დროს.

მას ასევე სჭირდება:

  1. ბალანსი;
  2. რეალობის ობიექტური აღქმა;
  3. კარგი მეხსიერება.

ეს პროფესია არ არის შემოქმედებითი და ლამაზ ფერებში დახატული, ის დიდ რისკებთან და პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული.

როგორ დავეუფლო ნახსენებ პროფესიას

ამისთვის თქვენ უნდა მიიღოთ სპეციალური განათლება კოლეჯში ან უნივერსიტეტში, უნდა გქონდეთ საბაზისო ცოდნა მაღალი ძაბვის მოწყობილობების შესახებ და აღნიშნულ ტექნიკაზე მინიმუმ 1-2 თვის მუშაობის გამოცდილება. ელექტრიკები თავიანთი გამოცდილების მიხედვით მუშაობენ სხვადასხვა დონის საფრთხის შემცველ ობიექტებზე.

ელექტრომექანიკოსი (მაგალითად, ელექტრომოწყობილობების რემონტი) - აღნიშნული სპეციალობით მუშაობისთვის აუცილებელია საშუალო პროფესიული განათლება, საკვალიფიკაციო მომზადების პროგრამის და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გავლა. ამავდროულად, მას უნდა შეეძლოს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა. თუ ეს ყველა პირობა დაცულია, ამ შემთხვევაში მას უფლება ეძლევა ელექტრომოწყობილობების დაშლის, გაწმენდის, დეტალების დაზიანების შემოწმების, მათი დადგენილი პარამეტრების შემოწმების, დეტალების გამოცვლის და მოწყობილობის აწყობის.

ელექტროინჟინერი - თქვენ შეგიძლიათ ატაროთ ეს საამაყო წოდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ აღნიშნული სპეციალობის უნივერსიტეტის ენერგეტიკის დიპლომი. ამგვარმა სპეციალისტმა იცის ელექტრომოწყობილობების მუშაობის ყველა წვრილმანი დეტალი და ნიუანსი, ერკვევა სქემებსა და მის დეტალებში, გააჩნია მოწყობილობების დაპროექტების უნარი. მას დამატებით შესწევს უნარი, ასწავლოს პერსონალს ელექტრომოწყობილობები და მათი მუშაობის პრინციპი. გამოცდილი, მაღალკვალიფიციური ინჟინერი შესაბამისი თანრიგით დაიშვება მაღალი რისკის მქონე ობიექტებზე სამუშაოდ.

თანრიგები და ჯგუფები

აღნიშნულ პროფესიაში არსებობს ერთიდან ექვსამდე საკვალიფიკაციო თანრიგი, რომლებიც მათ ენიჭება ცოდნისა და სამუშაო გამოცდილების მიხედვით. ასევე არსებობს ელექტროუსაფრთხოების დაშვების 5 ჯგუფი, რომლებიც განისაზღვრება პერსონალის პროფესიონალური გამოცდილებით, არსებული განათლების და უნარების დონით.

პირველ ჯგუფს განეკუთვნებიან სპეციალისტები, რომლებიც არ მუშაობენ უშუალოდ ელექტრომოწყობილობებზე. ისინი ასრულებენ თავიანთ მოვალეობას საფრთხის შემცველი მოწყობილობების გვერდით.

მეორე და მესამე ჯგუფის სპეციალისტები დაიშვებიან 1000 ვოლტამდე ძაბვის მქონე ელექტრომოწყობილობებზე. სპეციალისტები, რომლებსაც ახალი დაწყებული აქვთ თავიანთი კარიერული გზა, განეკუთვნებიან მხოლოდ მეორე ჯგუფს.

მეოთხე და მეხუთე ჯგუფი ენიჭებათ ინჟინერ-ელექტრიკებს და ხელმძღვანელებს. დაშვების ჯგუფები ენიჭებათ უმაღლესი განათლების ან დიდი სტაჟის მქონე პერსონალს.

დადებითი მხარეები

რადგან ელექტროობას ყველგან ვიყენებთ, პროფესიის მთავარი უპირატესობაა ნებისმიერ სფეროში მაღალი მოთხოვნადობა და აქტუალობა. ამ სფეროს სპეციალისტი გვესაჭიროება ნებისმიერ კერძო საწარმოში, სახელმწიფო დაწესებულებებში, ბინებში, სახლებსა და სავაჭრო ცენტრებში. ნახსენები დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალი სპეციალისტი არის უკონკურენტო და შეუცვლელი.

სხვა პლუსები:

  • ლოგიკური აზროვნების და მოტორული თვისებების განვითარება;
  • უწევს ფიზიკის კანონებსა და ელექტრულ მოვლენებზე პარალელურ რეჟიმში ფიქრი და დიდი ინფორმაციის კონტროლი;
  • სადენებთან მუშაობა ხელს უწყობს ხელების ვიწრო მოტორიკის განვითარებას;
  • შეუძლია იმუშაოს სახელმწიფო სტრუქტურაში ან კერძო სექტორში და პარალელურად, ინდივიდუალურადაც მიიღოს შეკვეთები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მის ფინანსურ შემოსავალს.


მინუსები:

  • პირველი და ყველაზე მთავარი მინუსია მაღალი რისკები;
  • სამუშაო პროცესში მაღალი დაძაბულობა;
  • ერთი შეცდომა შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს;
  • უსაფრთხოების ტექნიკის უგულებელყოფა იწვევს დენის დარტყმას ან სიმაღლიდან ვარდნას;
  • არცთუ ისე მაღალი ანაზღაურება, თუმცა ეს დამოკიდებულია სამუშაო გამოცდილებასა და სამუშაო ადგილზე.

სად მივიღოთ განათლება

სპეციალობის დიპლომის აღება შესაძლებელია პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში, კოლეჯში ან რომელიმე კურსის გავლით, მაგრამ თუ თქვენ გნებავთ ინჟინერ-ელექტრიკის დიპლომი, ამ შემთხვევაში უმაღლესი სასწავლებლის დამთავრება მოგიწევთ.

მოთხოვნადობა

აღნიშნული პროფესია ყველგან და ყოველთვის მოთხოვნადია. პრაქტიკულად, შეუძლებელია გქონდეს აღნიშნული განათლება და დასაქმება გაგიჭირდეს.

სად შეიძლება დასაქმდე:

  1. ენერგეტიკა (ჰესები, სახელმწიფო და კერძო ობიექტები);
  2. სამშენებლო კომპანია;
  3. სატრანსპორტო კომპანია;
  4. სასწავლო დაწესებულება;
  5. კერძო შეკვეთები და ა.შ.
სამომავლო პერსპექტივები

ელექტროობის გარეშე კაცობრიობის არსებობა უკვე შეუძლებელია. ნახსენები პროფესია იქნება ყოველთვის აქტუალური, მოთხოვნადი და დაფასებული. სანამ ელექტროენერგია იარსებებს, მანამდე იქნება საჭირო ის ხალხი, ვინც ამ ურთულეს სფეროში მოღვაწეობს.

ელექტრიკი გამოძახებით
MySpec.Ge » ელექტრიკი გამოძახებით » ელექტრიკი თბილისში
აღნიშნულ სამუშაოებს ვასრულებთ, რაც შეეხება ღირებულებას ამას წინასწარ ვერ გეტყვით, მოგვწერეთ თქვენი მისამართი და ადგილზე შევაფასებთ.
ელექტროობის სრულფასოვანი გაკეთება შედგება 3 ეტაპისგან. დაქსელვა, შემდეგ ბიდეების და კოლოფების მორგება ფიქსაცია და ბოლოს ჩამრთველების, როზეტების და სხვა წვრილმანი მოწყობილობების მონტაჟი. სამივე ეტაპის 1 წერტილის ღირებულებაა 30 ლარი.
მოგვწერეთ თქვენი ზუსტი მისამართი და საკონტაქტო ნომერი, დაგიკავშირდებით და შეთანხმების შემთხვევაში დღესვე მოვალთ ობიექტის სანახავად.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 6 / შეფასების ისტორია)