ჭაღის მონტაჟი

(10)

დაგვიკავშირდით

555453366
30-09-2022 1 388 0

სინათლე ჩვენს სახლებში

ჭაღის მონტაჟი ინტერიერის გაფორმებისას უკვე ბოლო შტრიხია. ჭერი, კედლები, იატაკი უკვე მოპირკეთებულია, ავეჯი და ფარდებიც შერჩეულია - ახლა დროა, ამ ყველაფრის შესაბამისი სანათებით გაამდიდროთ გარემო.

მდიდრული ჭაღი განსაკუთრებულ ელეგანტურობას ანიჭებს ოთახს. მართალია, თანამედროვე ინტერიერებში ფართოდაა წარმოდგენილი დიოდური თუ წერტილოვანი განათებები, მაგრამ ეს უკანასკნელნი მაინც ვერ ანაცვლებს ჭაღებს, განსაკუთრებით, სასტუმრო ოთახში.

როგორ შევარჩიოთ ჭაღი

ოთახში ჭაღის შერჩევა ინტერიერის ყველა დეტალის გათვალისწინებით უნდა მოხდეს:

  • კონკრეტული ოთახის დანიშნულების;
  • სტილის;
  • გაბარიტების;
  • შპალერის ფერისა და ფაქტურის;
  • ავეჯის ფერისა და სტილის;
  • ფუნქციონალური დანიშნულების.

ასე რომ, თუ თქვენ კლასიკური, მრავალნათურიანი ბროლის ჭაღი მოგწონთ, მაგრამ თქვენს ინტერიერში ბოჰემური სტილი მეფობს, სრულიად შეუსაბამო იქნება მსგავსი სანათი.

მასიური ჭაღი ასევე შეუსაბამოა, მაგალითად, სამზარეულოში თუ შემოსასვლელში.

ერთი სიტყვით, სანათის დიზაინი იმის მიხედვითაც უნდა შეარჩიოთ, კონკრეტულად რომელი ოთახისთვის გჭირდებათ ის. დანიშნულების მიხედვით კი გასანათებელი მოწყობილობა შეიძლება იყოს:

  1. სასტუმრო ოთახის;
  2. სამზარეულოს;
  3. ბარის;
  4. შემოსასვლელის;
  5. საბავშვო ოთახის;
  6. საძინებლის;
  7. კაბინეტის;
  8. შეკიდული ჭერისთვის განკუთვნილი.

რომელი ოთახისთვის როგორი სანათი შევარჩიოთ

ჭაღის არჩევა სასტუმრო ოთახისთვის, პირველ რიგში, ინტერიერის სტილის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ამ ოთახში, სხვებისგან განსხვავებით, ყურადღება სწორედ მის ვიზუალურ მხარეზე უნდა გამახვილდეს და არა პრაქტიკულობაზე, რადგან ეს ოთახი სტუმრებისთვისაა განკუთვნილი და შესაბამისად, თუ მათზე შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ, მდიდრული სანათი უნდა შეარჩიოთ. რასაკვირველია, ოთახის გაბარიტებიც უნდა გაითვალისწინოთ, რადგან დაბალჭერიან და ასანთის კოლოფის ზომის ოთახში მასიური სანათი არა მხოლოდ თქვენ, სტუმრებსაც შეუქმნის დისკომფორტს. დამეთანხმებით, არაა სასიამოვნო, როცა თავდახრილს გიწევს გადაადგილება, რომ თავი არ მიარტყა ჭერიდან ჩამოშვებულ გიგანტურ საგანს. ამ შემთხვევაში მოკლეღერძიან სანათს მიანიჭეთ უპირატესობა.

ხოლო, თუ ოთახის მოცულობა ხელს გიწყობთ, სასურველია კლასიკურ მოდელს მიანიჭოთ უპირატესობა, მით უმეტეს, რომ სასტუმრო ოთახს უმეტესობა კლასიკურ სტილში აფორმებს.

სამზარეულოსთვის ჭაღის შექმნა თავადაც შეგიძლიათ. ამ ოთახში სასურველია აბაჟურიანი სანათები, ორიგინალური აბაჟურის შექმნას კი თავადაც შეძლებთ, თუ ფანტაზია ხელს გიწყობთ. ბოლოს და ბოლოს, ვიდეორგოლების საშუალებით შეგიძლიათ კრეატიული ნიმუშების შექმნა.

თუმცა რამდენიმე ჭაღის ქონა ხდება საჭირო თანამედროვე სამზარეულოებში, რადგან ინტერიერი ისეა ზონებად დაყოფილი, რომ ერთი სანათი საკმარისი არაა: ცალკე განათება სჭირდება სამუშაო ზონას, ცალკე - სასადილოს, ბარს. თუ კლასიკური სამზარეულო გაქვთ, მაშინ გირჩევთ პატარა ზომის, ზედმეტი დეტალებისგან თავისუფალი სანათი შეიძინოთ, მაგალითად, ბურთის ფორმის. ზოგადად, ამ შემთხვევაში პრაქტიკულია ლითონის და შუშის მასალა. მათი მოვლა უფრო იოლია, ვინაიდან სამზარეულოში ყველაზე მეტად საჭიროებს საგნები წმენდა-დასუფთავებას ორთქლისა და ცხიმის გამო.

რაც შეეხება ბარისთვის გათვალისწინებულ განათებას, უმეტესად იყენებენ წერტილოვან სანათებს, თუმცა არანაკლებ პრაქტიკულია მბრუნავღერძიანი მოწყობილობაც.

საბავშვო ოთახისთვის სანათი, პირველ რიგში, უსაფრთხოების თვალსაზრისით უნდა შეარჩიოთ. უნდა იყოს ხარისხიანი და ასევე, თხელი შუშის დეტალები არ უნდა ჰქონდეს, რადგან მოგეხსენებათ, როცა ბავშვები თამაშობენ, სულაც არ ფიქრობენ იმაზე, რომ მათ მიერ შემთხვევით ნასროლმა ნივთმა შეიძლება სანათი გატეხოს და ნამსხვრევები თავზე დაეყაროთ ან ლოგინზე მიმოიფანტოს. ამიტომ უმჯობესია ქსოვილის ან მსგავსი უსაფრთხო აბაჟურიანი სანათი შეიძინოთ.

ოფისში განათებას პრაქტიკულობის თვალსაზრისით ენიჭება უპირატესობა და არა ვიზუალური. მთავარია, თანამშრომლების მხედველობაზე უარყოფითად არ იმოქმედოს და დაღლილობა არ გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში არა სანათის ფორმას, არამედ განათების სიმძლავრეს ენიჭება უპირატესობა.

როგორი ჭაღი დაგჭირდებათ საძინებელში? მოგეხსენებათ, ეს არის დასასვენებელი ზონა, სადაც ნებისმიერმა არასათანადო გარე ფაქტორმა შეიძლება დისკომფორტი შეგიქმნათ. ეს ეხება მკვეთრ განათებასაც. ამიტომ იქ არ გირჩევთ მასიური სანათის გამოყენებას. შეარჩიეთ ისეთი, რომელიც დიდ სინათლეს არ გამოჰყოფს.

მცოდნე და ამ საქმეში გარკვეული ადამიანი აუცილებლად დაგჭირდებათ, რადგან ეს პროცესი ელექტროობის კარგ ცოდნას მოითხოვს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სირთულის სამუშაოს შესასრულებლად.

ჭაღის აღდგენა ასევე შედის ჩვენი მომსახურების სფეროში. არცთუ იშვიათად გვიძახებს მომხმარებელი, რომელსაც ძველებური, წინაპრების მიერ დატოვებული სანათის გაახლება სჭირდება, ვინაიდან მსგავსი ნივთი მისთვის არა მხოლოდ ტკბილ მოგონებებთან ასოცირდება, არამედ ხარისხთან და გემოვნებასთან.

თუმცა ჭაღის აღდგენა მხოლოდ ანტიკვარულის კი არა, თანამედროვე მოდელებისაც ხდება. წარმოიდგინეთ, სულ რამდენიმე დღის შეძენილ სანათს გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო რომელიმე დეტალი დაუზიანდა. რასაკვირველია, ყველას დაენანება საკმაოდ სოლიდურ თანხად შეძენილი ნივთის გადაგდება; ან სულაც რომელიმე დეტალის შეცვლა-დამატება სურთ, ან ლითონს ფერი გაუვიდა ამიტომაც მოგვმართავენ დახმარებისთვის და ჩვენ ოსტატურად ვართმევთ ამ დავალებას თავს.

ასე რომ, ჭაღის აღდგენა თუ გჭირდებათ, ამ მომსახურებისთვისაც შეგიძლიათ მოგვმართოთ და ჩვენ არა მარტო დაზიანებულს შევაკეთებთ, არამედ თქვენი სურვილის გათვალისწინებით, სრულიად ახლებურ იერსაც მივანიჭებთ.

Keywords: chagis montaji

აწყობა, მონტაჟი, წვრილმანი დაზიანებების აღმოფხვრა და სრული რესტავრაცია.
თუ სადენები არაა დაზიანებული მის აღდგენას ადგილზე შევძლებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი საამქროში წამოღება მოგვიწევს.
მონტაჟის ღირებულება დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე: ჭაღის ზომა, აწყობილია თუ დაშლილი, და მისი ფიქსაციიის სირთულეზე, და სამუშაო ობიექტის ადგილმდებარეობაზე.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 2 / შეფასების ისტორია)