ცენტრალური გათბობის მონტაჟი
დაგვიკავშირდით
592405117გამოიძახე ხელოსანი
დღეს ცენტრალური გათბობის მონტაჟი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, რომ არა მარტო სითბოთი უზრუნველყოთ საცხოვრებელი ზამთრის ცივ დღეებში, არამედ მუდმივად იყოს ხელმისაწვდომი ცხელი წყალი.
ცენტრალური გათბობის დაყენება საფუძვლიან ცოდნას მოითხოვს. ამ სისტემამ დიდხანს და შეუფერხებლად რომ იმუშაოს და ამასთან, საფრთხე არ შეგიქმნათ, მნიშვნელოვანია, ქვაბი და რადიატორები მაღალი ხარისხის იყოს. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია, ცენტრალური გათბობა მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტმა დაამონტაჟოს, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს რადიატორების საჭირო რაოდენობას და მათ სწორ განლაგებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან იმის მიხედვით, თუ რომელ სართულზე ხართ ან კუთხის ბინა გაქვთ თუ არა, განისაზღვრება თბოდანაკარგი. შესაბამისად, თუ ცენტრალური გათბობის დამონტაჟება არასწორად მოხდა, მოსალოდნელია, რომ კომუნალური გადასახადი ზედმეტი მოგივიდეთ.
დროული შემოწმება
დროთა განმავლობაში ყველანაირი მოწყობილობა გამოდის მწყობრიდან და საჭირო ხდება მათი დროული დიაგნოსტირება და შეკეთება. თუმცა პრევენციისთვის გირჩევთ, წელიწადში ერთხელ გამოიძახოთ ცენტრალური გათბობის ქვაბის ხელოსანი ტექნიკური დათვალიერებისთვის.
როდის გვჭირდება ცენტრალური გათბობის ხელოსანი?
- ქვაბზე განთავსებული ინდიკატორი არ ანათებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ გაზი ან ელექტროენერგია არ მიეწოდება ქვაბს;
- თუ თერმოსტატი არ ფუნქციონირებს, ურომლისოდაც ცენტრალური გათბობის ქვაბი არ ჩაირთვება;
- თუ რადიატორის ზედა ნაწილი არ თბება;
- წნევა არ ჰყოფნის;
- საკმარისი რაოდენობის წყალი არ მიეწოდება;
- მილიდან წყალი ჟონავს და სხვა.
თუ რაიმე სახის პრობლემა შენიშნეთ, არ სცადოთ თქვენით ცენტრალური გათბობის ქვაბის შეკეთება. თქვენივე უსაფრთხოებისთვის და შემდგომში მოწყობილობის გამართულად მუშაობისთვის აუცილებლად გამოიძახეთ ცენტრალური გათბობის ქვაბის სპეციალისტი.
გააკეთებინეთ მცოდნეს
თუ გადაწყვიტეთ ცენტრალური გათბობის გაყვანა, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს კვალიფიციურ თანამშრომლებს, რომლებიც პროფესიონალურად შეასრულებენ სამუშაოს ყველა წესისა და რეგულაციის დაცვით. ჩვენი ცენტრალური გათბობის სპეციალისტი გაგიწევთ რეკომენდაციას, რამდენი რადიატორი დაგჭირდებათ სახლში და სად განათავსოთ გათბობის ქვაბი ან როგორ შეფუთოთ ის, თუ ცენტრალური გათბობის ქვაბის დაყენება ღია სივრცეში, აივანზე გადაწყვიტეთ და ზამთარში ყინვამ არ გამოიყვანოს მწყობრიდან.
ჩვენს მომსახურებაში შედის:
- ცენტრალური გათბობის გაკეთება;
- მონტაჟი;
- პროფილაქტიკური შემოწმება;
- დიაგნოსტირება;
- მწყობრიდან გამოსული ნაწილების შეცვლა;
- ქვაბის გამორეცხვა-გაწმენდა და ა.შ.
დაგვიკავშირდით და მიიღეთ პროფესიონალური მომსახურება ნებისმიერი ტიპის მოდელზე.