ატმორის მონტაჟი
დაგვიკავშირდით
592405117მოთხოვნადი სერვისი
სახლში ატმორის მონტაჟი იმ ადამიანების არჩევანია, რომლებიც უპირატესობას ერგონომიულობას, ეკონომიურობასა და საიმედოობას ანიჭებენ.
რა უპირატესობა აქვს ელექტრომოწყობილობა ატმორს სხვა წყლის გამაცხელებელ საშუალებებთან შედარებით?
- გამოირჩევა ექსპპლუატაციის უფრო ხანგრძლივი ვადით, თან ისე, რომ ჩარევა ხშირად არ სჭირდება მომხმარებელს;
- მომენტალურად აცხელებს წყალს საჭირო ტემპერატურამდე და ლოდინი არ სჭირდება, როგორც წყლის გამაცხელებელი ავზის შემთხვევაში;
- საიმედო მოწყობილობა წყლის ნაკადის შემცირების ან შეწყვეტის შემთხვევაში ავტომატურად ითიშება და არავითარი საფრთხე არ ემუქრება არც ადამიანს და არც თავად ატმორს;
- სამუშაო რეჟიმის მოსახერხებელი ინდიკაცია. წყლის ტემპერატურის რეგულირება შესაძლებელია თავად მოწყობილობაზე განთავსებული რეგულატორის და ასევე, ონკანის მეშვეობით;
- თანამედროვე მოწყობილობები გამოირჩევა მაღალი ხარისხის მასალითა და კონსტრუქციით.
სწორი მონტაჟი და უსაფრთხოება
ამ მოწყობილობამ დიდხანს და საიმედოდ რომ იმუშაოს, აუცილებელია ატმორის დაყენება პროფესიონალურ დონეზე. შეიძლება მეტ-ნაკლებად ერკვევით ელექტროობაში, მაგრამ არ ღირს გარისკვა, რადგან ატმორის მწყობრიდან მალე გამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მისი არასწორად დამონტაჟებაა. ამიტომ უმჯობესია, ამ საქმეზე ატმორის სპეციალისტი გამოიძახოთ, რომელიც პროფესიონალურად დაგიმონტაჟებთ მოწყობილობას თქვენთვის სასურველ ადგილას - სააბაზანოში თუ სამზარეულოში.
მიუხედავად მოწყობილობის მაღალხარისხიანობისა და შესაბამისი გარანტიებისა, ხისტი წყალი, არასტაბილური ელექტროკვება და ტემპერატურის ყველაზე მაღალ რეჟიმზე დიდი დროით გამოყენება ასევე ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ატმორის წყობიდან ნაადრევად გამოსვლისა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ატმორის შეკეთება სრულიად შესაძლებელია.
გამოგვიძახე
ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას ატმორთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. თუ ატმორი მწყობრიდან გამოვიდა, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ის უკვე გამოუსადეგარია, მაგრამ მის გადაგდებას არ გირჩევთ, შესაძლოა მხოლოდ პატარა დეტალი იყოს შესაცვლელი ან შესაკეთებელი და შემდგომში კიდევ დიდხანს იმუშაოს. ჩვენი მაღალკვალიფიციური თანამშრომლები დაუყოვნებლივ მოვლენ თქვენთან და დიაგნოსტირების შედეგად მოგიგვარებენ ყველა პრობლემას. დაგვიკავშირდით საიტზე მითითებულ ნომერზე და ისარგებლეთ ჩვენი ხელმისაწვდომი და პროფესიონალური სამსახურით.
2 კომენტარი