სარეცხი მანქანის შეკეთება

(10)

დაგვიკავშირდით

599565950
17-06-2022 1 294 0

შეაკეთებინე პროფესიონალს

სარეცხი მანქანის შეკეთება გარკვეული ხნის შემდეგ ამ ტექნიკის მფლობელებს უსათუოდ სჭირდებათ, განსაკუთრებით, საგარანტიო ვადის გასვლისთანავე, რადგან ის მოულოდნელად იწყებს ხმაურს, ვიბრირებას ან საერთოდ აღარ რეცხავს სარეცხს.

ძირითადი პრობლემები:

  • მომეტებული ვიბრაცია - უმეტესად მაშინ აღინიშნება, როცა იმაზე მეტი სარეცხია დოლურაში მოთავსებული, ვიდრე კონკრეტული მოდელითაა გათვალისწინებული ან მანქანა არამყარ, სრიალა ზედაპირზე დგას. მისი ინსტალაცია არ გულისხმობს მხოლოდ მოწყობილობის დენის წყაროსთან და წყლის მილებთან მიერთებას, აუცილებელია მისი მყარ ზედაპირზე დაფიქსირება და ფეხების რეგულირება;
  • მანქანა ყურისწამღებ ხმებს გამოსცემს გაწურვის დროს - მოითხოვს დოლურის საკისრის დაზეთვას;
  • მილისებრი გამაცხელებელი, ე.წ. ტენი, გამოდის მწყობრიდან - მიზეზი ხისტი წყალია, რომელიც ნადებს ტოვებს მასზე. რეკლამირებული კალგონი ვერ დაგეხმარებათ, მას სპეციალური ხსნარები სჭირდება;
  • დოლურა აღარ ტრიალებს - თუ მანქანა ირთვება, მაგრამ დოლურა არ ტრიალებს, დიდი ალბათობით, ძრავას აქვს პრობლემა და ამ შემთხვევაში მოგიწევთ მისი შეკეთება;
  • წყალი არ მიეწოდება მანქანას - შესაძლოა, ფილტრია გასაწმენდი;
  • რეცხვის პროგრამა თავისით ირევა - ძირითადად, ზამთარში, როცა მილებში ძალიან ცივი წყალი მოდის, ჭკვიან ელექტრონიკას უჭირს რეჟიმის არჩევა. თუმცა, როგორც კი ოდნავ შეთბება წყალი, კვლავ არჩეულ პროგრამას დაუბრუნდება;
  • რეცხვის დროს მანქანიდან წყალი არ გაედინება - ტუმბოს პრობლემაზე მიუთითებს. ან უცხო საგანი მოხვდა მის სიახლოვეს, ან მწყობრიდან გამოვიდა. ამ შემთხვევაში ესაჭიროება აღდგენითი სამუშაოები.

ხარისხიანი და სწრაფი

ჩვენ გთავაზობთ სერვისს კვალიფიციური ხელოსნების დახმარებით, რომლებიც ნებისმიერ პრობლემას მოგიგვარებთ და ახალი ტექნიკის შეძენას აგაცილებთ თავიდან. აქვე გირჩევთ, რომ მისი ინსტალაცია ამ საქმის სპეციალისტს მიანდოთ, რომელიც ყველა წესის დაცვით დაგიმონტაჟებთ ამ მოწყობილობას.

Keywords: sarecxi manqanis sheketeba

MySpec.Ge » სარეცხი მანქანის ხელოსანი » სარეცხი მანქანის შეკეთება
გააჩნია იმ კონკრეტულ მომენტში რამდენად დატვირთულები ვიქნებით, თუ იმ დღესვე ვერ შევძელით მომდევნო დღეს აუცილებლად მოვალთ.
ადგილზე ვარემონტებთ ნებისმიერი მოდელის სარეცხ მანქანებს, თუ რაიმე ადგილზე არ გვექნება ძალიან სწრაფად ვახდენთ მისი მოტანის უზრუნველყოფას.
გამარჯობათ, ჩვენ ყოველ დღე ვმუშაობთ დასვენებების გარეშე.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 4 / შეფასების ისტორია)