სანტეხნიკი გამოძახებით
დაგვიკავშირდით
551682233სანტეხნიკი გამოძახებით თბილისში
როდისაა საჭირო?
- თუ ახალი მილების მონტაჟი გსურთ ან მილი დაზიანდა და წყალი ჟონავს;
- კანალიზაცია გაიჭედა;
- სააბაზანოს დემონტაჟი გადაწყვიტეთ;
- ახალი საშხაპისა და ნიჟარების მონტაჟი გჭირდებათ;
- ონკანი მოიშალა და წყალი შადრევანივით ასხამს;
- საშხაპით სარგებლობისას ქვედა სართულის მეზობელთან წყალი სისტემატურად ჩადის;
- ჩვენი ოსტატი ამ პრობლემებს მარტივად გაუმკლავდება, რადგან ჩვენს თანამშრომლებს შესაბამისი კვალიფიკაცია, პასუხისმგებლობის გრძნობა და სანდოობა გამოარჩევთ.
წყლის ჟონვის მიზეზის დადგენა
ზოგჯერ შეიძლება ვერც ამჩნევდეთ, რომ სადღაც წყალი ჟონავს და ამას მხოლოდ შესამჩნევად მომატებული გადასახადით ხვდებით (ვისაც სახლში აქვს წყლის მრიცხველი). შესაძლოა, ამის შესახებ ქვედა სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა შემოგჩივლოთ, რომელსაც აშკარად უსველდება ჭერი, თქვენთან კი აბსოლუტურად მშრალია ყველაფერი.
ჯობია დროულად გამოიძახოთ ხელოსანი, რომელიც სპეციალური ხელსაწყოების საშუალებით დაადგენს, თუ სადაა დაზიანება და მოაგვარებს ამ პრობლემას.
ასევე, გირჩევთ, რომ მილებისთვის კარგი ხარისხის ვენტილები შეარჩიოთ, რადგან დაბალი ხარისხის მასალა მალე ჟანგდება, ტყდება, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, წყლის გაჟონვისას) დაუყოვნებლივ უნდა შეგეძლოთ წყლის გადაკეტვა.
კანალიზაციის მილის გაწმენდა
როგორც წესი, კანალიზაციის მილის გაჭედვის მიზეზი მასში მოხვედრილი ისეთი ელემენტებია, რომლებიც წყლის ძლიერ წნევასაც კი ვერ გააქვს. არცთუ იშვიათად ამ პრობლემის გამომწვევები პატარა ბავშვები არიან, რომლებიც უნიტაზში ცნობისმოყვარეობის გამო სათამაშოების დეტალებს ყრიან. ხშირად გვინახავს იქ გაჭედილი კოვზებიც თუმცა ზოგჯერ უფროსებიც არ აკლებენ და მაგალითად, თმის ბღუჯა თუ ხელით რეცხვისას წყალს გადაყოლილი წინდა ასევე ხდება კანალიზაციის მილის გაჭედვის მიზეზი; სამზარეულოში კი - ცხიმი და საკვების ნარჩენები.
თუმცა ამ პრობლემის გამომწვევი სხვა მრავალი მიზეზიც არსებობს და რაც უფრო მალე მიმართავთ დახმარებისთვის სპეციალისტს, მით მალე დაუბრუნდებით მშვიდ ცხოვრებას. ხელოსანი ეფექტურად გაწმენდს კანალიზაციის მილს და რჩევებსაც მოგცემთ, როგორ დაიზღვიოთ რეციდივისგან თავი.
დემონტაჟი-მონტაჟი
გამოცდილებიდან გამომდინარე, ზოგჯერ აუცილებელი ხდება სააბაზანოში თუ სამზარეულოში საგნების შეცვლა, რომ უფრო მოსახერხებელი და პრაქტიკული იყოს ყველაფერი. ჩვენ დაგეხმარებით დემონტაჟსა და მონტაჟში. საშხაპის, აბაზანის, ნიჟარის, უნიტაზის დაყენება - ეს ყველაფერი აღნიშნული საქმიანობის სფეროა. მის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, რამდენად დიდხანს იცხოვრებთ მშვიდად და კომფორტულად.
ტრაპის მონტაჟი-შეკეთება
სააბაზანოში ტრაპის დაყენებისას ყველა ხელოსანი როდი უდგება საქმეს პროფესიონალურად. საქმე ისაა, რომ ტრაპის ადგილას ზედაპირი საკმაოდ დაქანებული უნდა იყოს, რათა ბანაობისას წყლის წვეთები აქეთ-იქით კი არ იფანტებოდეს, პირდაპირ მისკენ მიემართებოდეს. შესაბამისად, ნაკლები რისკია (თუ კაფელ-მეტლახი ყველა რეგულაციის დაცვითაა დაგებული), რომ ქვედა სართულზე წყალი ჩავიდეს თქვენგან.
პროფესიონალი მუშაკი დაუყოვნებლივ რეაგირებს მომხმარებლის ზარზე, ოპერატიულად მიდის მისამართზე და დროულად ასრულებს სამუშაოს ისე, რომ კმაყოფილს და მადლიერს ტოვებს კლიენტს.
თამამად მოგვმართეთ სანტეხნიკასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. ჩვენი პროფესიონალი ხელოსნები ნამდვილად გამოირჩევიან პასუხისმგებლობით, გულისხმიერებითა და ოპერატიულობით.
Keywords: santexniki gamodzaxebit