ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.
საძინებლის გაკეთება
დაგვიკავშირდით
511161622ჩვენი ოსტატის ხელებით
თუ იდეალური საძინებლის გაკეთება გსურთ, სანამ ავეჯზე იზრუნებთ, ჯერ ინტერიერის გარემონტებაა საჭირო. ხოლო, როცა შექმნით თქვენთვის სასურველ სივრცეს, შესაფერისი ავეჯის დიზაინის ავეჯზე უნდა ჩამოყალიბდეთ.
სანამ ავეჯის შესაძენად წახვალთ, გირჩევთ ამ რეკომენდაციებს გადახედოთ, რათა მომგებიანი და წარმატებული არჩევანი გააკეთოთ:
- პირველ რიგში, გაზომეთ ოთახი, მათ შორის, ჭერის სიმაღლე, კარის სიგანე და გაითვალისწინეთ ფანჯრებისა და გამათბობლის მდებარეობა;
- ჩამოყალიბდით, როგორი სტილის ავეჯი გსურთ. გაითვალისწინეთ თქვენი სახლის საერთო სტილი და შეარჩიეთ ავეჯი, რომელიც ჰარმონიულად შეავსებს მას, იქნება ეს კლასიკური თუ ეკლექტიკური;
- გაითვალისწინეთ თქვენი საჭიროებები - რამდენი ადამიანი ისარგებლებს ოთახით და რა სახის ზონებად გსურთ მისი დაყოფა. გჭირდებათ დიდი ზომის საწოლი, კამოდი, ტუალეტის მაგიდა ან კარადა? შეადგინეთ თქვენი პრიორიტეტების სია.
- ბიუჯეტი წინასწარ განსაზღვრეთ. ავეჯი იაფი არ ღირს, ამიტომ მნიშვნელოვანია წინასწარ იცოდეთ, რამდენის გადახდა შეგიძლიათ. ასევე გაითვალისწინეთ მიწოდების და აწყობის ღირებულება;
- შეისწავლეთ ავეჯის მოდის ტენდენციები და მწარმოებლების მახასიათებლები. წაიკითხეთ მიმოხილვები, შეადარეთ ფასები და აირჩიეთ მხოლოდ კარგი რეპუტაციის მქონე ფირმა;
- სანამ შეკვეთას მისცემთ, გადახედეთ სერვისის დეტალებს. გაარკვიეთ, შედის თუ არა მასში ავეჯის მოტანა და აწყობა, იძლევიან თუ არა გარანტიას პროდუქციის ხარისხზე და ა.შ.
ჩვენ მომხმარებლებს კომფორტულ, ხარისხიან მომსახურებას ვთავაზობთ. გადახედეთ ჩვენი სერვისების ჩამონათვალს და თუ არჩევანს ჩვენზე შეაჩერებთ, გპირდებით, საოცნებო საძინებელს უმოკლეს დროში მიიღებთ.
Keywords: sadzineblis gaketeba
ავეჯის დამზადებალამინატი
სივრცის მაქსიმალური გამოყენება და საკუთარ გემოვნებაზე მორგება.
გადმოგზავნეთ ელ. ფოსტაზე და მაქსიმალურად მოკლე დროში შევეცდებით გიპასუხოთ.