კომოდების აწყობა
დაგვიკავშირდით
511161622დაამზადოს მცოდნემ
ერთდროულად მყარი და ლამაზი კომოდის აწყობა რომ შეძლოს, ხელოსანს შესაბამისი კვალიფიკაცია სჭირდება. ის უნდა მუშაობდეს უმაღლესი ხარისხის მასალებით და სამუშაო პროცესის დროს დიდი ყურადღება და მოთმინება გამოიჩინოს.
მას შემდეგ, რაც სასურველი ხარისხის მასალას შეარჩევს, ხელოსანი გულდასმით აიღებს ზომებს და შედგენს დიზაინის ესკიზს ინტერიერის სტილისა და კომოდის დანიშნულების გათვალისწინებით.
ამის მერე მასალა მაქსიმალური სიზუსტით უნდა დაიჭრას და ზედაპირი გასუფთავდეს ლაქებისა და ზედმეტი ნარჩენებისგან.
მომდევნო ნაბიჯი კომოდის აწყობაა, რისთვისაც საჭიროა დამჭერები და წებო. დეტალების ერთმანეთთან მაქსიმალური სიზუსტით და მჭიდროდ დაკავშირება უზრუნველყოფს ავეჯის საიმედოობას. ვიზუალური ეფექტისთვის კი ზედაპირს აუცილებლად უნდა გადაეკრას დამცავი ფენა.
საბოლოოდ კი ხელოსანი დაამონტაჟებს უჯრების მამოძრავებელ მექანიზმებს და შეამოწმებს, რომ დაუბრკოლებლად იმუშაოს.
ჩვენ მუშაობის პროცესში ყველა დეტალს უდიდესი ყურადღებით ვეკიდებით. ამიტომ გამოირჩევა ჩვენი კომოდები გამძლეობითა და ელეგანტურობით. დაგვიკავშირდით, თუ ხარისხიანი ავეჯის შეკვეთა გსურთ!
Keywords: komodebis awyoba
ავეჯის დამზადება