ორთოპედიული მატრასები
დაგვიკავშირდით
577795017შეიძინეთ ჩვენთან
დღეს ორთოპედიული მატრასები უკვე იმდენად მოთხოვნადია, რომ სავაჭრო ცენტრებში მათი არჩევანი ძალიან მრავალფეროვანი გახდა. მათ არა მხოლოდ ხერხემლის სამკურნალო დანიშნულება აქვს, არამედ პროფილაქტიკის მიზნითაცაა რეკომენდებული.
სრულფასოვანი ძილი ენერგიული და წარმატებული დღის საწინდარია, ჯანსაღი ძილისთვის კი კომფორტული საწოლი და ლოგინია აუცილებელი.
რა არის ორთოპედიული? ეს გახლავთ ხერხემლის და კიდურების სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება, რომელიც ძილის დროს ზურგის სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებას უზრუნველყოფს.
ორთოპედიულის შერჩევისას გასათვალისწინებელია მომხმარებლის ასაკი, წონა, ხერხემლის დაავადების სახეობა და სხვა.
ორთოპედიული მატრასების რამდენიმე სახეობა არსებობს და თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს:
- ერთიანი კონსტრუქციის ზამბარებით;
- ინდივიდუალური ზამბარებით;
- ზამბარების გარეშე;
ერთიანი კონსტრუქციის ზამბარებით
ორთოპედიული თვალსაზრისით ნაკლებეფექტურია, თუმცა მოსახლეობაში დიდი მოთხოვნით სარგებლობს შედარებით ნაკლები ღირებულებისა და გამძლეობის გამო - საკმაოდ დიდ წონას უძლებს. რადგან ამ მატრასებში ზამბარები ერთმანეთთანაა დაკავშირებული რკინის კონსტრუქციით, ზეწოლის შედეგად ტალღის ეფექტს ქმნის და ამიტომ არაკომფორტულია ორი ადამიანისთვის განკუთვნილი საწოლისთვის.
ინდივიდუალური ზამბარებით
მატრასში განთავსებული ზამბარები ცილინდრის ფორმისაა და ცალ-ცალკე ბუდეშია მოთავსებული. ზეწოლის შედეგად მხოლოდ ის ზამბარა იკუმშება, რომელზეც უშუალოდ ხდება შეხება, რაც უზრუნველყოფს ხერხემლის წერტილოვან ფიქსაციას. გარდა ამისა, ასეთი მატრასები სხეულის მოძრაობისას ტალღებივით არ ირწევა.
ზამბარების გარეშე
ზამბარების მაგივრად გამოყენებულია მყარი მასალა: ნატურალური, სინთეტიკური ან კომბინირებული. შიგთავსი შეიძლება ერთგვაროვანი მასალით იყოს დამზადებული ან ფენებად დაყოფილი. ძირითადად, გამოიყენებენ ქოქოსის ქერქს (რომელიც განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვებისთვისაა რეკომენდებული, რადგან ადვილად იწოვს სინესტეს), თექას, ნატურალურ ან ხელოვნურ ლატექსს გირჩევთ, დაინტერესდეთ შიგთავსით, რადგან ზოგიერთი მწარმოებელი იაფფასიან ხელოვნურ მასალას იყენებს და ასეთი მატრასები სულაც არაა ორთოპედიული.
ბოლო წლებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ე.წ. მემორის ფენა, რომელსაც მახსოვრობის უნარი აქვს და მასზე დაწოლის შემდეგ ზედმიწევნით იმეორებს სხეულის ფორმას.
ორთოპედიული დანიშნულება დამოკიდებულია გამოყენებულ მასალაზე. უხარისხო, იაფი ნედლეულისგან დამზადებული მალე იტკეპნება, ხოლო ლატექსის ქაფისგან დამზადებული ზამბარიანზე უკეთესიც კია, ვინაიდან ლატექსი არაალერგიულია, ეკოლოგიურად სუფთა და ხანგრძლივ მოხმარებას უზრუნველყოფს.
ამ კატეგორიაში იდეალურად ითვლება ისეთი მოდელები, რომლებშიც ფენები ხარისხის, მოქნილობის, სირბილის და სიმყარის მიხედვითაა შეხამებული.
გარდა ზემოაღნიშნული ღირსებებისა, ამ ტიპის მატრასებს ზამბარიანთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ არ ჭრაჭუნობს, მსუბუქია (რაც მოსახერხებელია მისი უპრობლემოდ გადმოსაბრუნებლად) და უფრო დიდხანსაც ძლებს - დაახლოებით 15 წელი აქვს ექსპლოატაციის ვადა (ზამბარიანი საშუალოდ 10 წელს მოგემსახურებათ).
თუმცა ასეთი მატრასების მინუსი ისაა, რომ ცუდად ნიავდება და გაცილებით ძვირი ღირს. გარდა ამისა, მხოლოდ 140 კგ-მდე წონას უძლებს და თუ მასზე ბავშვი იხტუნავებს (რაც ასე ძალიან უყვართ პატარებს), მალე დაიტკეპნება.
წონა და ასაკი
- 55 კილოგრამამდე - რბილი და საშუალო სიხისტის;
- 55-85 კილოგრამამდე - საშუალო სიხისტის;
- 85 კილოგრამიდან - ხისტი.
სიხისტის მხრივ მატრასები იყოფა შემდეგნაირად
- რბილი;
- საშუალო სიხისტის;
- ხისტი;
- ორმხრივი სიხისტის.
როგორ შევარჩიოთ
ორთოპედიული სარგებელის ნაცვლად პრობლემებს შეგიქმნით, თუ არასწორად შეარჩევთ. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მისი სიმაგრეც.
სიმაგრის მხრივ მატრასები რამდენიმე დონისაა. ყოველ ადამიანს შესაფერისი დონე სჭირდება: ვიღაცა რბილს ანიჭებს უპირატესობას, ვიღაცისთვის ექსტრამაგარია რეკომენდებული.
რბილი რეკომენდებულია მსუბუქი წონის ადამიანისთვის და ასევე მათთვის, ვისაც ზურგის ტკივილი აწუხებს, სახსრებისა და სისხლძარღვების პრობლემები აქვს. 50 წელს გადაცილებულ ადამიანებსაც რბილ მატრასებს ვურჩევთ, რადგან მათი ძვლები უფრო მგრძნობიარეა და მაგარი ზედაპირი დისკომფორტს შეუქმნით ძილისას.
საშუალო სიმაგრის მატრასები - ესაა უნივერსალური არჩევანი. მასზე კომფორტულია გულაღმა წოლა, ასევე, რეკომენდებულია ხერხემლის დაავადებების პროფილაქტიკისთვის. 3 წლიდან ასაკის ბავშვებისთვის სწორედ ასეთ მატრასებს გირჩევენ ორთოპედები.
მაგარი და ექსტრამაგარი - წოლისას სხეულის იდეალურ პოზას უზრუნველყოფს. რეკომენდებულია ბავშვებისა და მძიმეწონიანი ადამიანებისთვის, პირქვე წოლის მოყვარულთათვის.
ვისაც სქოლიოზი ან ოსტეოქონდროზი აწუხებს, მათთვის მაგარი მატრასებია რეკომენდებული, მაგრამ ხერხემლის თიაქრის შემთხვევაში - რბილი.
არსებობს ასევე კომბინირებული სიმაგრის მატრასები - ერთ მხარეს რბილია, მეორე მხარეს კი - მაგარი. შესაბამისად, თუ ხერხემლის ტკივილი შეგაწუხებთ, შეგიძლიათ მაგარი ზედაპირით ისარგებლოთ, სხვა შემთხვევაში კი გადმოაბრუნოთ და რბილი ზედაპირით ისიამოვნოთ.
რაც შეეხება მატრასების მოვლას, ისინი პერიოდულად უნდა გადმოაბრუნოთ ხოლმე, რათა თანაბარი ფორმა შეინარჩუნოს და ასევე - შეძლებისდაგვარად გაანიავოთ.
ყურადღებით გაეცანით ზემოთ მითითებულ ინსტრუქციას და შეგვიკვეთეთ თქვენთვის სასურველი. ჩვენ ნებისმიერ თქვენს მოთხოვნას გავითვალისწინებთ და სასურველ მოდელს დაგიმზადებთ.
სხვა
3 კომენტარი