მეტალოს ხელოსანი
პროფესიონალი მეტალოს ხელოსანი დაგიმზადებთ მაღალი ხარისხის კარ-ფანჯრებს და თქვენს ინტერიერში მყუდრო და მიმზიდველ გარემოს შექმნის.
მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები დღეს ყველაზე პოპულარული არჩევანია თანამედროვე ბინებსა თუ კომერციულ ობიექტებში, ვინაიდან გამოირჩევა გამძლეობითა და ვიზუალური სილამაზით. ეს გახლავთ ლითონისა და პლასტმასის მასალების კომბინაცია, რომლებიც შექმნილია მაღალეფექტური ფუნქციონირებისა და ხანგრძლივვადიანობის უზრუნველსაყოფად.
წარმოების პროცესში პირველი ნაბიჯი არის ფანჯრის ჩარჩოს შექმნა. ეს გულისხმობს კარკასის დაჭრასა და ფორმირებას სასურველი ზომის მიხედვით. ხდება ნაწილების შედუღება მყარი და უსაფრთხო სტრუქტურის შესაქმნელად. ჩარჩო იფარება დამცავი საფარით კოროზიის თავიდან ასაცილებლად და ვიზუალური ეფექტის შესაქმნელად. შემდეგ მზადდება ფანჯრი პლასტიკური კომპონენტი, რომელიც კონსტრუქციას გამძლეობას ანიჭებს. ამის შემდეგ ისმება ორმაგი მინა.
კონსტრუქციის აწყობის შემდეგ იზომება შენობის ის ადგილები, სადაც უნდა ჩაისვას ფანჯარა. ის მონტაჟდება სპეციალური სამაგრებისა და ხრახნების გამოყენებით.
ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ხელოსნის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება. კარგი ხელოსანი მხოლოდ საუკეთესო მასალებს იყენებს, რითაც უზრუნველყოფს კარ-ფანჯრის გამძლეობას. ჩვენ ვცდილობთ, უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და სერვისი მივაწოდოთ მომხმარებელს. დაგვიკავშირდით და თვადაც დარწმუნდებით ამაში!