მომავლის ტექნოლოგიები
30-12-2023 106 0

მომავლის ტექნოლოგიები

ოდესღაც ჩვენი წინაპრები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ჯადოსნური მფრინავი ხალიჩა რეალობად იქცეოდა და ნებისმიერი ადამიანი შეძლებდა ცაში ფრენას; ვერც ჯადოსნური ყუთის რეალობას დაიჯერებდნენ, რომელშიც მსოფლიო ამბების ნახვაა შესაძლებელი. არადა, ადამიანებმა მართლა შეძლეს ეს - გამოიგონეს თვითმფრინავი, ტელევიზორი, ტელეფონი და ა.შ.

როგორია მომავლის ტექნოლოგიები და როგორ ვითარდება ის ?

ყოველწლიურად უამრავი საოცრების მოწმენი ვხდებით, მით უმეტეს, კომპიუტერულმა მეცნიერებებმა ისეთ მასშტაბებს მიაღწია, თითქოს წარმოუდგენელია, რა უნდა შექმნა კიდევ მეტი. მაგრამ მეცნიერები ჩვენ გაოცებას არ წყვეტენ და მომავლის ტექნოლოგიების ანონსს გვთავაზობენ. მაგალითად, ერთ-ერთი გამომგონებელი გვპირდება, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ისეთ მანქანას ააწყობს, რომელიც ჩვენს ფიქრებს უშეცდომოდ წაიკითხავს.

ოცნებობთ კოსმოსში მოგზაურობაზე? მაშინ დაელოდეთ იაპონელების ახალ გამოგონებას - ლიფტს კოსმოსში, რომელიც 200 კმ/სთ-ით იმოძრავებს და დანიშნულების ადგილას 8 დღეში მიგიყვანთ.

ტექნოლოგიების დიდი განვითარება

დაგღალათ გზებზე საცობებმა? ამ პრობლემას მარტივად მოევლება მფრინავი ავტომობილების საშუალებით. მსგავსი მოდელების გამოფენა უკვე გაიმართა და დაველოდოთ, როდის ჩაეშვება რეალიზაციაში.

ასე რომ, ველით ახალ-ახალ საოცრებებს, რომლებიც მსოფლიოს ახალ მასშტაბზე აიყვანს.

MySpec.Ge » რევოლუციური დაკავშირება » მომავლის ტექნოლოგიები
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

მსგავსი სიახლეები

პოპულარული სიახლეები