ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა. საუკუნეების განმავლობაში ის იგონებს ახალ-ახალ ტექნოლოგიას, რათა გაიუმჯობესოს ყოფა-ცხოვრება. პირველი ასეთი გამოგონება სამუშაო და სანადირო იარაღები იყო. შემდეგ და შემდეგ ისეთი ტექნოლოგიები შექმნა, რამაც უფრო მარტივი და კომფორტული გახადა ცხოვრება.
რევოლუციური განვითარება
დღევანდელ ეპოქაში, როცა კომპიუტერული ტექნოლოგია უმაღლეს დონეზეა, ისე, რომ მილიონი ამოცანის შესრულება შეგვიძლია, თითქოს წარმოუდგენელია კიდევ რაღაც ახლის გამოგონება, მაგრამ ადამიანის გონი ხომ დაუშრეტელია.
ცნობილია, რომ პირველი კომპიუტერი მე-19 საუკუნეში გამოიგონეს, რომელიც მექანიკური იყო. ელექტრონული კომპიუტერები კი გასულ საუკუნეში შეიქმნა. თავიდან ის დიდი ზომისა და წონის იყო, მაგრამ მომდევნო წლებში თანდათან დახვეწეს და მიკროჩიპის გამოგონებამ საკმაოდ შეამცირა მისი გაბარიტები.
პროცესორი მთავარი დეტალია კომპიუტერისა - მისი ტვინი და მოწყობილობა, რომელიც ყველაფერს გამოითვლის. მისი ფორმა და ზომა წლების განმავლობაში იცვლებოდა და იხვეწებოდა. პროცესორები არსებობს: ორპროცესიანი, ორ ან მრავალბირთვიანი.
კავშირი ერთერთი მნიშვნელოვანია
კომპიუტერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი მეხსიერება. ასე უფრო მალე ხდება შესაძლებელი სხვადასხვა მონაცემის მოძიება და მათზე წვდომა. ამისთვის არსებობს მყარი დისკი. მასში ინახება კომპიუტერული მონაცემები. ის ნებისმიერ კომპიუტერსა თუ ლეპტოპს გააჩნია და წარმოადგენს საცავს ყველა ფაილისა და პროგრამისთვის.
ინტერნეტის გარეშე თანამედროვე ადამიანი წარმოუდგენელია. ასე შესაძლებელი ხდება ნებისმიერ დროს სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება, ასევე - მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაკავშირება სასურველ ადამიანთან. თუმცა ინტერნეტს უარყოფითი მხარეებიც აქვს - ის იწვევს დამოკიდებულებას. მისი წყალობით ადამიანს უქრება დროისა და რეალობის შეგრძნება და სხვა უამრავ უსიამოვნო ფაქტორებსაც იწვევს. ამიტომ სასურველია ზომიერების დაცვა.