ატმორის ხელოსანი
ჩვენი დენის ატმორის ხელოსანი, რომელსაც შესაბამისი კვალიფიკაცია გააჩნია, დაგიყენებთ ან შეარემონტებს თქვენს მოწყობილობას სწრაფად და შეღავათიან ფასად. სწორედ პროფესიონალური მომსახურებაა იმის გარანტია, რომ თქვენი წყლის გამაცხელებელი დიდხანს და უპრობლემოდ იმუშავებს.
გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ამ შემთხვევაში დენის წყაროსთან გვაქვს საქმე და თქვენი უსაფრთხოება რისკის ქვეშ რომ არ დადგეს, სანდო სპეციალისტის კონსულტაცია და დახმარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
რა უნდა გავითვალისწინოთ ატმორის დაყენებისას
ჩვენი ხელოსანი ზედმიწევნით სკრუპულოზურად ასრულებს მთელ რიგ წესებს, როგორებიცაა: დამიწება, დამცავი ავტომატის დაყენება, ატმორის სწორ ადგილას განთავსება. მცირედი დაუდევრობაც კი, უკეთეს შემთხვევაში, მოწყობილობის ნაადრევად მწყობრიდან გამოსვლას გამოიწვევს, უარეს შემთხვევაში კი - სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ამიტომ არ გირჩევთ, თვითნებურად შეეჭიდოთ ამ საპასუხისმგებლო საქმეს; უმჯობესია, ჩვენ მოგვანდოთ თქვენი უსაფრთხოება!
მოწყობილობის უპირატესობები:
რატომაა დენის ატმორი უფრო ხელსაყრელი, ვიდრე სხვა სახის წყლის გამაცხელებლის?
- გაცილებით ბიუჯეტურია;
- ეკონომიურია, ვინაიდან არ მოიხმარს ბევრ ელექტროენერგიას;
- კომპაქტურია, არ მოითხოვს დიდ ადგილს;
- წყალს მომენტალურად აცხელებს;
- აქვს წყლის ტემპერატურის მონაცვლეობის რეჟიმი;
- წყლის ან დენის გათიშვის შემთხვევაში ავტომატურად ითიშება;
- ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით გამოირჩევა.
მისი უმთავრესი მინუსი კი ისაა, რომ დიდი სიმძლავრის გამო ქსელზე დიდ დატვირთვას იწვევს. ამიტომ არაა სასურველი, მასთან ერთად სხვა მსხვილი ტექნიკა ჩართოთ, მაგალითად, სარეცხის მანქანა. საერთოდ კი, უმჯობესია, მისთვის ცალკე ფაზა გაიყვანოთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ატმორი, თუ წესების მიხედვით არის დამონტაჟებული, დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ რაც უნდა მაღალხარისხიანი იყოს მოწყობილობა, მასზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს ხისტი წყალი, რომელიც ილექება მის შიდა ნაწილებზე და შედეგად, იწვევს გადახურებას.
მსგავსი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად სასურველია მოწყობილობის შიგთავსის პერიოდულად გაწმენდა ნადებისგან ან სპეციალური ფილტრების გამოყენება, რათა თავიდან აიცილოთ მსგავსი პრობლემა.
ასევე ხშირად მისი მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი მაღალ ტემპერატურაზე (განსაკუთრებით, ზამთარში) დიდი ხნით მუშაობაა. თუმცა, ეს გამოუსწორებელი ფაქტორი სულაც არაა.
ატმორის გამართვა ჩვენთვის სირთულეს არ წარმოადგენს. თუ შეამჩნევთ, რომ მოწყობილობა წყალს ნაკლებად ან პირიქით, ზედმეტად აცხელებს, ან სხვა პრობლემებს წააწყდით, ნუ გადააგდებთ მას, დაგვიკავშირდით და ჩვენ დაუყოვნებლივ დავუბრუნებთ ფუნქციას ამ კომფორტულ ნივთს.
როგორ შევარჩიოთ
ატმორს იყენებენ როგორ სააბაზანოში შხაპის მისაღებად ან ნიჟარაზე, ონკანზე დამაგრებულს ხელ-პირის დასაბანად, ისე სამზარეულოში ჭურჭლის გასარეცხად. ამიტომ ამ მოწყობილობას სიმძლავრის მიხედვით არჩევენ.
თუ საშხაპეში გსურთ მისი განთავსება, უმჯობესია, 5 ან მეტკილოვატიანი მოწყობილობა შეიძინოთ; ხოლო სამზარეულოში 3,5-კილოვატიანიც საკმარისია. შესაბამისად, უნდა გაითვალისწინოთ, რომ რაც მეტი სიმძლავრის მქონეა მოწყობილობა, მით მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს.
მოკლედ, თუ აღნიშნული სერვისი გჭირდებათ და სანდო ოსტატს ეძებთ? ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს მოგემსახუროთ. გვერწმუნეთ, ჩვენი თანამშრომლები კარგად ერკვევიან ელექტრომოწყობილობებში და აქვთ კვალიფიკაცია ელექტროობასთან დაკავშირებით. დაუყოვნებლივ გამოვცხადდებით ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ობიექტზე და მისაღებ ფასად და გარანტიით შევასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას.