20 წლიანი გამოცდილება და შესრულებული სამუშაოების დონე
გიფსოკარდონის მონტაჟი დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი სერვისია სამშენებლო სფეროში, რადგან ეს მასალა გამოირჩევა მთელი რიგი უპირატესობებით.
მათ შორის:
- ეკოლოგიურად სუფთაა;
- უზრუნველყოფს ზედაპირის იდეალურ სისწორეს;
- ბიუჯეტურია;
- მისი მონტაჟი დიდ დროს არ მოითხოვს;
- საკმაოდ გამძლეა;
- ფილების ნაირსახეობები გამოირჩევა თბოიზოლაციითა და ნესტგამძლეობით;
- დიზაინერული გადაწყვეტილებების ფართო სპექტრის საშუალებას იძლევა.
რისგანაა დამზადებული გიფსოკარდონის ფილები?
მოგეხსენებათ, სამშენებლო ბაზარი და არამარტო ის, სავსეა ტოქსიკური ნივთიერებებით გაჯერებული მასალებით, რაც ძალიან სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან მრავალ დაავადებას იწვევს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სახლის ეკოლოგიურად სუფთა მასალებით მოპირკეთება.
გიფსოკარდონის ფილები წარმოდგენილია ე.წ. სენდვიჩის სახით და ძირითადი შემადგენელია ბუნებრივი გზით მოპოვებული თაბაშირი, რომელსაც გარედან მუყაო აქვს შემოკრული. თავისთავად, ეს უკანასკნელიც ასევე ეკოლოგიურად სუფთაა.
სპეციალური დამუშავების გზით ამ ფილებს სხვადასხვა ეფექტი ენიჭება და ინტერიერის თავისებურებების მიხედვით შეგიძლიათ აირჩიოთ.
სახეობები:
- სტანდარტული;
- ნესტგამძლე;
- ცეცხლგამძლე;
- წყალგამძლე;
- ხმაგაუმტარი;
- თბოიზოლაციური.
როგორც იცით, ჭერისა და კედლების გასასწორებლად მათ გალესვას მიმართავენ ხოლმე. იმისდა მიხედვით, რამდენადაა ზედაპირი დაზიანებული თუ გამრუდებული, განისაზღვრება სამუშაო პროცესის სირთულე და ხშირად რამდენიმე ფენა გაჯის თუ ფითხის გამოყენება ხდება საჭირო იდეალურად სწორი ზედაპირის მისაღწევად.
გიფსოკარდონი ამ შემთხვევაში საუკეთესო ალტერნატივაა. მის მიღმა მარტივად იმალება ნებისმიერი დეფექტური ზედაპირი. თუმცა, იმის მიხედვით, მონტაჟის რომელ მეთოდს აირჩევთ, გასათვალისწინებელია კონკრეტული ფაქტორები. ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.
გიფსოკარდონის დამონტაჟების ორნაირი მეთოდი არსებობს:
- კარკასიანი, ანუ ლითონის კონსტრუქციის გამოყენებით;
- უკარკასო, ანუ ზედაპირზე მიწებებით.
თითოეულ მეთოდს თავისი უპირატესობები აქვს, არჩევანი კი კედლის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
მონტაჟი კარკასით
ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, რა მდგომარეობაშია ზედაპირი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მის უკან აბსოლუტურად იმალება როგორც მრუდე, ისე დაბზარული კედლები. საჭიროა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროფილები, რომლებსაც სპეციალისტი წესების დაცვით დაამონტაჟებს და სწორედ მასზე მიამაგრებს შესაბამის ფილებს.
გაითვალისწინეთ, რომ ჭერზე მხოლოდ ამ მეთოდით მონტაჟდება ფილები, რადგან სწორედ ასეა შესაძლებელი მის მიღმა ელექტროგაყვანილობის შენიღბვა თუ ასევე, იარუსებად დაყოფა. ასევე, ეს მეთოდი უალტერნატივოა თაღების, ტიხრების თუ რელიეფური ზედაპირის გამოსაყვანად.
მონტაჟი უკარკასოდ
როგორც წესი, ამ მეთოდს ფართის ეკონომიის მიზნით მიმართავენ ხოლმე, ვინაიდან კარკასის შემთხვევაში სივრცეს გარკვეული სანტიმეტრები აკლდება. მოკლედ, ამ მეთოდით თქვენი ოთახის ფართს მინიმალური რაოდენობა მოაკლდება. გარდა ამისა, დაზოგავთ ფინანსებსაც, არ მოგიწევთ პროფილების ყიდვა, რაც არცთუ ისე ცოტა ჯდება.
თუმცა, თუ კედლები უსწორმასწოროა, მაშინ ხელოსანს მოუწევს იმავე ფილების გამოყენებით მისი გასწორება და ამ შემთხვევაში ოთახში სივრცეც შესაბამისად შემცირდება. ამიტომ გირჩევთ, ასეთ სიტუაციაში ისევ კარკასს მიანიჭოთ უპირატესობა.
კარკასული ვარიანტისგან განსხვავებით, ამ მეთოდის გამოყენებისას მოგიწევთ წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, კერძოდ, კედლების საგულდაგულოდ გასუფთავება საღებავის ნარჩენებისგან თუ აშრევებული ზედაპირისგან.
გარდა ამისა, შენობაში, სადაც მაღალი ნესტიანობაა, ვერც ნესტგამძლე ფილები გიშველით, თუ ლითონის კონსტრუქციის გარეშე დაამონტაჟებთ.
პროფილები
ლითონის დეტალები, რომლებიც კონსტრუქციის (კარკასის) ასაწყობადაა საჭირო, სხვადასხვა ხარისხის და დანიშნულებისაა. ალბათ, შეხსენება არ გჭირდებათ, რომ სჯობს მეტი გადაიხადოთ და საუკეთესო ხარისხის იყიდოთ, რომელიც თუთიითაა დაფარული, რადგან სწორედ ამ დეტალზეა დამოკიდებული, რამდენად მყარად იქნება მასზე ფილები მიმაგრებული.
პროფილების სისქე 0,5-0,8 მმ-მდე მერყეობს და თითოეული სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება.
პროფილების ნაირსახეობებია:
- ჭერის;
- თაღის;
- კუთხოვანი;
- ტიხრის;
- ზედაპირის გასასწორებელი.
ფილების ნაირსახეობები
გიფსოკარდონის ფილები სხვადასხვა ზომის და დანიშნულებისაა. მათი სისქე 6,5-12,5 მმ-ია. თხელი ფილები, ძირითადად, დეკორატიული მიზნით გამოიყენება. დასველების შედეგად შესაძლებელია მათთვის ნებისმიერი ფორმის მიცემა. ჭერისთვის 9,5-მმ-იანი ფილებია რეკომენდებული, ხოლო სქელ ფილებს ტიხრებისა და თაროებისთვის გამოიყენებენ.
რაც შეეხება ფილების სახეობებს და მათ დანიშნულებას:
- სტანდარტული ფილები გამოიყენება ჭერისთვის და კედლების გასასწორებლად;
- ნესტგამძლე ფილები იდეალურია იმ შენობაში, სადაც ნესტის მაღალი მაჩვენებელია. ასეთი ფილები მწვანე შეფერილობისაა;
- წითელი შეფერილობის ცეცხლგამძლე ფილებს ამონტაჟებენ ისეთ ადგილებში, სადაც ხანძრის რისკებია. მაგალითად, სამზარეულოში;
- ხმაგაუმტარი ფილები გამოირჩევა ხმის იზოლაციის მაღალი მაჩვენებლით და უმეტესად გამოიყენება საკონცერტო დარბაზებში, ცეკვის და ხმისჩამწერ სტუდიებში.
გიფსოკარდონის ფილები საოცნებო ინტერიერის შესაქმნელად
ამ მასალის წყალობით ნებისმიერი ფორმისა თუ ზომის ბინისთვის შეიძლება ორიგინალური იერის მიცემა და ამისთვის სოლიდური შემოსავალი სულაც არ გჭირდებათ. თუ ბინის სიმაღლე საშუალებას იძლევა, რამდენიმეიარუსიანი ჭერი თავისთავად შექმნის მდიდრულ და კომფორტულ ატმოსფეროს. გარდა ამისა, გიფსოკარდონის ფილებით ძალიან მარტივად შეძლებთ სივრცის გადატიხვრას და ინტერიერის ზონებად დაყოფას, მით უმეტეს, რომ ამ ტიხრების დეკორატიული და ორიგინალური ელემენტებით გამდიდრება არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს პროფესიონალი სპეციალისტისთვის. რელიეფური თაღები, დეკორატიული თაროები - ნებისმიერი ფანტაზიის რეალიზებაა შესაძლებელი
მოკლედ, გიფსოკარდონის ხარისხიანი მონტაჟი თბილისში თუ დაგჭირდებათ, ჩვენი კვალიფიციური თანამშრომლებისგან მაღალხარისხიანი მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ. ჩვენთან პროფესიონალები მუშაობენ და შესაბამისად, ხარისხი, ფასი და დროულად შესრულებული სამუშაო მომხმარებლისთვის გარანტირებულია!
Keywords: gifsokardonis montaji