უცხოპლანეტელები

უცხოპლანეტელები არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლები არიან. ზოგს სჯერა მათი არსებობის, ზოგისთვის კი მხოლოდ ფანტასტიკის სფეროა. არსებობენ თუ არა ისინი სინამდვილეში?

ადამიანთა წარმოსახვაში მათ გარკვეული ფიზიკური მონაცემები აქვთ. ეს მონაცემები მავანთა შთაბეჭდილებებს ეფუძნება, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ნახეს მფრინავი თეფში და იქიდან გადმოსული უცხოპლანეტელები. უმეტესად, ახასიათებენ, როგორც რუხ ან მწვანე არსებებად, რომლებსაც დიდი, უთმო თავი აქვთ, უწამწამო თვალები და გრძელი ხელები.

როგორია უცხოპლანეტელი

ზოგი მათ უწყინარ არსებებად ახასიათებს, ზოგი კი ამტკიცებს, რომ დაინახეს, როგორ იტაცებდნენ ისინი ადამიანებს. მაგალითად, ერთი ტიკტოკერი ირწმუნება, რომ უცხოპლანეტელებმა დედამიწიდან უკვე წაიყვანეს 8000 ადამიანი და 2024 წელს ახალი თავდასხმა იგეგმება ჩვენი პლანეტის ბინადრებზე.

თუმცა მავანი ამტკიცებს, რომ ჰუმანოიდები კეთილი განზრახვით სტუმრობენ დედამიწას, კონტაქტი დაამყარა მათთან გარკვეული სიმბოლოების საშუალებით და დღემდე გრძელდება მათი ურთიერთობა წერილებით.

ამ ანომალიურ მოვლენებს უფოლოგია შეისწავლის. მეცნიერები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ სხვა ცივილიზაციის არსებობა შესაძლოა სატურნის თანამგზავრ „ენცელადუსზე“ ან იუპიტერის „ევროპაზე“ იყოს. ყოველ შემთხვევაში, როცა კოსმოსში მილიარდობით პლანეტაა და ყველა არაა აღმოჩენილ-გამოკვლეული, დასაშვებია მოსაზრება, რომ შესაძლოა სადღაც არსებობდეს სხვა ცივილიზაცია.

უცხოპლანეტელები ჩვენი სამეცნიერო ფანტასტიკის ძირითად ნაწილად გვევლინება, ისინი ჰიპოთეტური და არამიწიერი არსებები არიან, რომელთა არსებობა ბოლომდე ამოუხსნელი და დღემდე გაურკვეველი რჩება.

მათი არსებობის დამაჯერებელი მტკიცებულებები არ არსებობს მაგრამ მეცნიერები მათ ინტელექტუალურ ცხოვრებაზე და მათ მოწინავე ტექნოლოგიებზე ბევრს საუბრობენ. მათი არსებობის დამტკიცება მოახდენს რევოლუციურ ცვლილებებს ადამიანის ცხოვრებაში და დღევანდელ რეალობაში, რაც ძალიან ბევრ და ღრმა კითხვებს გააჩენს ევოლუციის და კოსმოსის შესახებ.