სატურნი

სატურნი მზის სისტემის მეექვსე, მაგრამ სიდიდით მეორე პლანეტაა იუპიტერის შემდეგ. ამავე დროს, ყველაზე ცხელიც გახლავთ. მიუხედავად გიგანტური ზომისა, ის საკმაოდ მსუბუქია, ისეთი, რომ ზღვაში რომ ჩააგდოთ, კი არ ჩაიძირება, იტივტივებს. სახელი რომაული მიწათმოქმედების ღმერთის პატივსაცემად დაერქვა.

სატურნს გარშემო რგოლები აკრავს, რომლებიც ყინულის უზარმაზარი ლოდებია. ეს შეიძლება მისი თანამგზავრი მთვარეების ნამსხვრევები იყოს.

სატურნზე დაკვირვება დედამიწიდან ადვილია ტელესკოპის საშუალებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის მზის მოპირდაპირე მხარეს მოექცევა.

სატურნის ატმოსფერო

სატურნის ატმოსფერო წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება. ის ყველაზე სწრაფად მოძრაობს და 62 თანამგზავრი ჰყავს, ყველაზე მეტი მზის სისტემაში, რომლებიც მასთან გრავიტაციის ძალითაა დაკავშირებული. სატურნის ყველაზე დიდი მთვარე გახლავთ ტიტანი და იუპიტერის თანამგზავრ განიმედეს შემდეგ ყველაზე მოცულობითია.

ვინაიდან ეს პლანეტა მზისგან საკმაოდ დაშორებულია, იქ წელიწადი 10756 დღეს გრძელდება. სატურნის ორბიტა დედამიწის მსგავსად არის დახრილი და იქ სეზონებიც ჩვენნაირია, თუმცა რადგან მზისგან ჩვენზე შორსაა, ეს სეზონები მკვეთრად გამოხატული არ არის.

სატურნი იუპიტერის შემდეგ ყველაზე სწრაფად მბრუნავი პლანეტაა - დაახლოებით 10 საათსა და 45 წუთს ანდომებს თავისი ღერძის გარშემო ბრუნს.  ხოლო მზის გარშემო :მოგზაურობისთვის 29,4 წელი სჭირდება.

სატურნი გამოირჩევა ყველაზე ძლიერი ქარებით, რომლების სიჩქარე საათში 1800 კილომეტრია.

სატურნი არის მეექვსე გიგანტური პლანეტა მზიდან, რომელიც ცნობილია თავისი დიდებული ფრაგმენტებით რომლებიც ძირითადად კლდისგან და ყინულისგან არის შემდგარი. მისი გამორჩეული თვისებაა ხილულობა ტელესკოპიდან, რომელიც იქცევს დიდ ყურადღებას და აჯადოებს ნებისმიერ დამკვირვებელს.

სატურნი თავს გვაწონებს მრავალფეროვნებით, მეთანის ტბებითა სა უცნაური ატმოსფეროთი. მისი შესწავლა ადამიანებს გვაძლევს უნიკალურ და სასარგებლო ინფორმაციას პლანეტების ფორმირებისა და მათი სისტემატიური დინამიკის შესახებ.