ოზონი არის მომწამლავი აირი, ლურჯი შეფერილობის და მძაფრი სუნის მქონე, რომელსაც ჰაერისა და წყლის გასაწმენდად იყენებენ.
როგორც ცნობილია, ის დედამიწის ატმოსფეროშია გაბნეული და მას მზის რადიაციული გამოსხივებისგან იცავს. ეს გახლავთ ოზონის შრე, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან 70-80 კილომეტრის სიმაღლეზე ვრცელდება. სწორედ ოზონის შრის დამსახურებაა, რომ დედამიწაზე სიცოცხლე არსებობს, რადგან ჩვენს ეკოსისტემას იცავს.
მზის სინათლის ნაწილაკები ჟანგბადის მოლეკულების ქიმიურ ბმას არღვევს. შედეგად, ჟანგბადის ატომები გამოიყოფა და ამავე ელემენტის მოლეკულებს უერთდება. ასეთი რეაქციები წარმოქმნის ოზონს. რამდენიმე მილიარდი წლის წინ ატმოსფეროში ჟანგბადის დიდი კონცენტრაცია იყო, ამან კი ოზონის დიდი რაოდენობით დაგროვებას შეუწყო ხელი. სწორედ ამის წყალობით წარმოიქმნა სიცოცხლე დედამიწაზე და მას ცისფერი შეფერილობა მისცა.
დღეს საქმე ძალიან რთულადაა. ადამიანის ძალისხმევით, სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში დაგროვილი ქლორ-ფტორ-ნახშირბადები ოზონის მოლეკულებს ანადგურებს და ჩვენს პლანეტას საფრთხეს უქმნის, რადგან ოზონის შრე საკმაოდ შეთხელებულია. გაჩნდა ოზონის ხვრელები. 1000-კილომეტრიანი დიამეტრის მქონე ოზონის ხვრელი პირველად ანტარქტიდაში აღმოაჩინეს 1986 წელს. მეორე პოლუსზეც, არქტიკაშიც შენიშნეს, მხოლოდ უფრო პატარა დიამეტრის.
ოზონის ხვრელების გაჩენა იმაზე მიუთითებს, რომ დედამიწის დამცავი ფენა დაზიანებულია და მზის რადიაცია სულ უფრო მეტად აღწევს ჩვენთან. სწორედ ამის გამოა, რომ იმატა კიბოთი დასნებოვნების რიცხვმა. ამიტომ თანამედროვე ადამიანის უპირველესი დანიშნულებაა, ვიზრუნოთ გარემოს ეკოლოგიაზე.
მოგეხსენებათ, რომ ოზონი ჟანგბადის სამი ატომისგან დამზადებულია და არის მოლეკულა, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს დედამიწის ატმოსფეროში. განსაკუთრებით დიდი როლი აქვს სტრატოსფეროში, სადაც ოზონი ქმნის შრეს. ეს წარმონაქმნი მოქმედებს როგორც დამცავი და შთანთქავს და ფილტრავს მზის მავნე ულტრაიისფერ სხივებს, ამით ის ინარჩუნებს დედამიწაზე სიცოცხლის უნარიანობას აღნიშნული დამაზიანებელი ზემოქმედებისგან. მოგეხსენებათ, რომ ოზონის შესუსტებას, უპირველეს ყოვლისა ხელს უწყობს ადამიანის ჩარევა. ჩვენს მიერ შექმნილი მავნე ქიმიკატების გამო, როგორიცაა ქლოროფტორკარბონები და კიდევს სხვა ბევრი, საფრთხეს უქმნის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფენას. გავუფრთხილდეთ ოზონის შრეს და ამით ჩვენ გავუფრთხილდებით დედამიწას და მასზე მობინადრე ყველა არსებას.