რა არის მზის სისტემა და რისგან შედგება ის? მზის სისტემაში მოიაზრება მზე და ყველაფერი, რაც მის გარშემო გრავიტაციის მეშვეობით ტრიალებს. იგულისხმება პლანეტები და მათი თანამგზავრები, კომეტები. აღსანიშნავია, რომ მზე მზის სისტემის ერთადერთი ვარსკვლავია.
როგორც ცნობილია, მზის სისტემა დაახლოებით 4,6 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა. მასში ცენტრალური ადგილი მზეს უჭირავს და ამიტომაც ეწოდა მზის სისტემა.
მზის სისტემაში 8 პლანეტაა: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. პლანეტები მზის გარშემო ორბიტაზე მოძრაობენ. ამავე დროს, მზის სისტემის ყველა პლანეტა საკუთარი ღერძის გარშემოც ბრუნავს.
მზესთან ყველაზე ახლოს მერკურია, რომელიც მზის გარშემო 50კმ/წმ-ის სიჩქარით მოძრაობს. მისი დანახვა ჩვენც შეგვიძლია - გამთენიისას და შებინდებისას.
ვენერა მზესთან ახლოს მყოფი რიგით მეორე პლანეტაა, მზის ირგვლივ 35 კმ/წმ-ის სიჩქარით მოძრაობს და 7 თვესა და 12 დღეში ასრულებს სრულ ბრუნს.
რიგით მესამე პლანეტა დედამიწა მზის გარშემო შემოვლას 365 დღეს ანდომებს 107 ათასი კმ/სთ სიჩქარით.
მარსის სიჩქარე გახლავთ 24,22 კმ/წმ. ამ პლანეტას თავისი თანამგზავრებიც გააჩნია: ფობოსი და დეიმოსი.
იუპიტერი მზის სისტემაში ყველაზე დიდი პლანეტაა, დედამიწაზე 318-ჯერ დიდი.
სატურნი იუპიტერის შემდეგ სიდიდით მეორე პლანეტაა. მზის ირგვლივ მოძრაობის სიჩქარე გახლავთ 9690 მ/წმ და სრულ ბრუნს დახლოებით 29 წელს ანდომებს.
ურანი მზის გარშემო ბრუნს 84 წელიწადს ანდომებს. ეს გახლავთ ყველაზე ცივი პლანეტა მზის სისტემაში.
ნეპტუნს 164 წელი სჭირდება, მზეს რომ შემოუაროს. მას ლურჯ პლანეტას ეძახიან.
როგორც მეცნიერები ირწმუნებიან, მზის სისტემა იარსებებს, სანამ მზის ბირთვში არსებული წყალბადი მთლიანად ჰელიუმად არ გადაიქცევა, ეს კი რამდენიმე მილიარდი წელი არ მოხდება.