უდაბნო, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, უდაბურ, უკაცრიელ ტერიტორიას ნიშნავს. ის შეიძლება იყოს ქვიშიანი, ღორღიანი, ქვიანი, თიხნარი...
უდაბნოში დღისით მაღალი ტემპერატურაა, თუმცა ღამით უსაშველოდ ცივა. აქ ძალიან იშვიათია ნალექი და შესაბამისად, მდინარეები თუ წყაროები. ამიტომ აქ მცენარეებიც ვერ ხარობს, თუ არ ჩავთვლით კაქტუსებს, რომლებიც კარგად ადაპტირდება ასეთ გარემოში. თუმცა არსებობს პოლარული უდაბნოებიც, სადაც მხოლოდ ყინულოვანი ზედაპირია.
როგორც ცნობილია, დედამიწაზე ყველაზე დიდი უდაბნო არის ანტარქტიდაზე. მისი ფართობი 14 მილიონ კილომეტრამდეა. ასევე დიდია არქტიკის უდაბნო.
რაც შეეხება სუბტროპიკულ უდაბნოებს, უდიდესი ფართობით გამოირჩევა საჰარის უდაბნო და მოიცავს: ალჟირს, ეგვიპტეს, ლიბიას, მალის, ნიგერიას, მავრიტანიას, მაროკოს, სუდანსა და ტუნისს. მისი ფართობი 9 მილიონ კილომეტრზე მეტია. საჰარის უდაბნოში ყველაზე ღირსშესანიშნავია ე.წ. საჰარის თვალი, იგივე „უფლის თვალი“. ასე იმიტომ უწოდეს, რომ ის კოსმოსიდანაც ჩანს. ეს არის 50 000 მეტრის დიამეტრის მქონე სტრუქტურა, სპირალისებური მოხაზულობით. მისი წარმოქმნის ისტორია უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის გაჩნდა მეტეორიტის ჩამოვარდნის შედეგად.
შედარებით პატარაა არაბეთის უდაბნო, რომელიც 2 მილიონ 330 ათას კილომეტრზეა გადაჭიმული და მოიცავს: საუდის არაბეთს, იორდანიას, ერაყს, ქუვეითს, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, ომანსა და იემენს.
ყველაზე პატარა კი გახლავთ ერაყში მდებარე დაშტე-ლუტის უდაბნო, ფართობით 52 000 კილომეტრი.
უდაბნოები და სხვადასხვა მრავალფეროვანი ეკოსისტემები, მოიცავენ დედამიწაზე არსებული ხმელეთის ზედაპირის დაახლოებით მეხუთედს. ის ხასიათდება დიდი სიმშრალით და მინიმალური მცენარეებით. მიუხედავად მკაცრი პირობებისა, უდაბნოები აქტიურად მხარში უდგანან ჩვენს უნიკალურ ფლორას და ფაუნას, რომელიც ადაპტირებულია როგორც ცხელ ასევე მშრალ კლიმატში. უდაბნოები ასახავენ ულამაზეს და განსაცვიფრებელ პეიზაჟებს. ეს ადგილები თამაშობენ გადამწყვეტ და მნიშვნელოვან როლს ჩვენს ეკოლოგიაში, არეგულირებენ გლობალურ კლიმატს და ინარჩუნებენ ჩვენთვის ღირებულ რესურსებს, მაგალითად როგორიცაა მიწისქვეშა გამდინარე წყლები.
სამწუხაროდ უდაბნოებს ემუქრებათ დიდი საფრთხე კლიმატის ცვლილებისა და ადამიანის სხვადასხვა საქმიანობიდან გამომდინარე, რაც ამახვილებს დიდ ყურადღებას არსებული გარემოს უკეთესად შენარჩუნებისთვის.