ვენერა

მზის სისტემის ამ პლანეტას რომაული მითოლოგიის სიყვარულის ქალღმერთის სახელი ჰქვია. საინტერესოა, რომ მისი ქართული შესატყვისი არის მთიები, ცისკრის ვარსკვლავი, თუმცა მწუხრის ვარსკვლავსაც უწოდებენ, ვინაიდან მისი დანახვა შებინდებისასაც შეიზლება და გამთენიისასაც. ამის მიზეზი ისაა, რომ ვენერა ძალიან ახლოსაა მზესთან, დედამიწასთან შედარებითაც კი და როცა მზის სხივებს სიმკვეთრე აკლდება, მისი ხილვა შესაძლებელია მზესთან სიახლოვეს.

ვენერა მზისა და მთვარის შემდეგ ყველაზე კაშკაშა და იმდენად მხურვალე პლანეტაა, რომ მასთან მიახლოებას კოსმოსური ხომალდები ვერ ახერხებენ - ტემპერატურა დაახლოებით 462 გრადუსი ცელსიუსია. 

1 დღე ვენერაზე

ვენერაზე 1 დღე უფრო გრძელია (243 დედამიწის დღე), ვიდრე მისი წელიწადი, რომელიც 225 დღეს გრძელდება. ამ პლანეტას დედამიწის დობილს უწოდებენ, რადგან თითქმის იდენტური ზომა და შემადგენლობა აქვთ. ის სხვა პლანეტებისგან განსხვავებით, საპირისპირო მიმართულებით ტრიალებს თავისი ღერძის გარშემო და დედამიწას ყველაზე მეტად უახლოვდება. ამიტომაცაა ჩვენთვის ყველაზე მეტად შესამჩნევი.

რაც დღესდღეობით ჩვენთვისაა ცნობილი, გახლავთ ის, რომ ვენერაზე ბევრი ვულკანია, ყველაზე მეტი, დაახლოებით 1600. ასევე ცნობილია, რომ იქ ძალიან ცხელა. ამიტომაც გამორიცხულია მასზე ცოცხალი ორგანიზმების არსებობა. თუმცა ვარაუდობენ, რომ დიდი ნის წინ მასზე არსებობდა ოკეანეები, რომლებიც შემდგომში მცხუნვარებამ ააორთქლა.

ტელესკოპით თუ დააკვირდებით, ვენერას შეფერილობა ძალიან ღია ყვითელია. ამას განაპირობებს გოგირდმჟავის შემცველი სქელი ღრუბლები. სწორედ ეს ღრუბლები უშლის ხელს მეცნიერებს პლანეტის ზუსტი შეფერილობის დადგენაში. როგორც ისინი ვარაუდობენ, ვენერა მოწითალო-ყავისფერი უნდა იყოს.

რაც შეეხება მანძილს დედამიწიდან ვენერამდე, ის მერყეობს 40-დან 259 მილიონ კილომეტრამდე. როგორც ხედავთ, ის პერიოდულად უხლოვდება ჩვენს პლანეტას.

ვენერა ძალიან კაშკაშა ეგრეთ წოდებული როგორც საღამოს ან დილის ვარსკვლავი ცაში თავისი ყოფნით არის მომაჯადოებელი ნებისმიერი დამკვირვებლისთვის.