იუპიტერი

ეს გახლავთ მზის სისტემის პლანეტა, რომელსაც ანტიკურ პერიოდში ჭექა-ქუხილის ღმერთის პატივსაცემად უწოდეს ეს სახელი. მზის, მთვარისა და ვენერას შემდეგ ეს გახლავთ ყველაზე კაშკაშა და ამავე დროს, ყველაზე დიდი ვარსკვლავი, რომლის დიამეტრი 142,900 კილომეტრია.

მისი შემადგენლობა მზის მსგავსია - შეიცავს წყალბადსა და ჰელიუმს. როგორც ცნობილია, პლანეტაზე უხვადაა ფოსფორი, გოგირდი და ნახშირბადი და ამიტომაც მისი შეფერილობა მოწითალოა.

პლანეტაზე აღინიშნება დიდი წითელი ლაქა, რომელიც გახლავთ გიგანტური შტორმი და იგი 300 წელია მძვინვარებს. იუპიტერზე ტემპერატურა დაახლოებით -145 - +21 გრადუსი ცელსიუსია. ამ პლანეტაზე წელიწადის დროების მონაცვლეობა არ აღინიშნება, რადგან ორბიტიდან სულ რაღაც 3 გრადუსითაა დახრილი. როგორც ცნობილია, მასზე გამუდმებით ქრის ქარი, თან ისეთი ძლიერი, რომლის სიჩქარე საატში 640 კილომეტრია.

ის არის გიგანტი, როგორც ყველაზე დიდი პლანეტა ჩვენს მზის სისტემაში. იუპიტერი ხიბლავს და აკვირვებს ყველას, დგას როგორც კოსმოსის ყველაზე დიდი საოცრებების დასტური.

იუპიტერის სისწრაფე

თავისი ორბიტის გარშემო შემობრუნებას დაახლოებით 10 საათს ანდომებს და ამიტომ ის არა მხოლოდ ყველაზე დიდი, არამედ ყველაზე სწრაფი პლანეტაა და მასზე წელიწადიც გაცილებით მეტ დღეს შეიცავს - 4000-ზე მეტს.

იუპიტერის გარშემო 60-ზე მეტ ბუნებრივ თანამგზავრს ითვლიან, თუმცა ზოგი ისეთი პატარაა, რომ ვარაუდობენ, ისინი ასტეროიდების ანასხლეტებია. ყველაზე დიდი თანამგზავრები კი გახლავთ: განიმედი, იო, კანისტო და ევროპა.